04 აპრილი, 2019
ანჯელინა ჯოლი პოლიტიკაში მოდის
29 მარტს ყველასათვის საყვარელი და ცნობილი მსახიობი ანჯელინა ჯოლი მსოფლიო დონის ორგანიზაციის "United Nations"-ის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა, სადაც მან შეიარაღებული კონფლიქტების დროს ქალთა უფლებებზე ისაუბრა.

Rating



სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ბუნებრივია, მასთან ინტერვიუ არა ერთმა გამოცემამ ჩაწერა.

თუმცა, გამოცემა "people" დაინტერესდა, აპირებს თუ არა 43 წლის ვარსკვლავი მომავალში პოლიტიკაში მოსვლას.

ანჯელინამ ჟურნალისტის კითხვას ორაზროვანი პასუხი გასცა.

Rating
Rating

"არასოდეს თქვა, არასოდეს", - განაცხადა ენჯიმ.

Rating


რაც შეეხება 29 მარტს გამართულ შეხვედრას, ოფიციალური შეხვედრისთვის მსახიობმა საქმიანი იმიჯი მოიხდინა, მას შავი მომდგარი
ქვედაბოლო და თეთრი კლასიკური პერანგი ეცვა, ამ ყველაფერს კი Ryan Roche-ის ჩალისფერი მოსაცმელი შეუხამა.

Rating

მოკრძალებული ჩაცმულობა ჯოლიმ Valentino-ს ულამაზესი ჩანთით, ჩალისფერი დაბალქუსლიანი ფეხსაცმლითა და წითელი ტუჩის საცხით შეავსო.




FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS