- რა იყო ყველაზე მთავარი გადასაღებ მოედანზე?

- შვილები თქვენთან იყვნენ?
- თავისთავად. ვაჟი ყველაზე მეტად განიცდიდა.

- პატივისცემა. ვფიქრობ, ჩემი, როგორც დედის ამოცანაა, შვილები კი არ განვსაჯო ან შევარცხვინო, არამედ სწორი მიმართულება მივცე. მე და ჩემი ქმარი (გვინეტის ქმარი ცნობილი მუსიკოსი კრის მარტინია - მთარგმ.) კარგ მანერებს ვაფასებთ და დარწმუნებული ვართ, ეს ბევრი ახალი შესაძლებლობისკენ მიმავალი სწორი გზაა. ვცდილობთ ავუხსნათ, რამდენად მნიშვნელოვანია არ იყვნენ კაპრიზულები და იყვნენ მადლიერნი, თუმცა იმავდროულად ვაგრძნობინებთ, რომ გვიყვარს ისეთები, როგორებიც არიან. არც კომპიუტერთან ვსვამ დიდხანს, ერთი საათი აქვთ ინტერნეტთან საურთიერთოდ.
- მშობლებს როგორი რეაქცია აქვთ, როცა სკოლაში მშობელთა კრებებზე დადიხართ?
- რა თქმა უნდა, როცა პირველად დამინახეს, გაოგნდნენ, მაგრამ მერე შეეჩვივნენ. ახლა სასკოლო საკითხების გარჩევისას მათ თანაბრად ვგრძნობ თავს და ისე მეკამათებიან, ხმის ჩახლეჩამდე, მათთვის სულ ერთია ჩემი ''ოსკარი''...
- რაიმე ნიჭი თუ გამოავლინეს შვილებმა?
- გოგონა მოდით არის შეპყრობილი! კაბებს კერავს თოჯინებისთვის და ეს დიდი გატაცება აქვს.
- წინ რა პროექტები გაქვთ?
- პიკასოს შესახებ ფილმის გადაღებებს ველოდები, ანტონიო ბანდერასთან ერთად უნდა ვითამაშო. თანაც, შესანიშნავი ესპანელი რეჟისორი კარლოს საურა გადაიღებს.
ჟურნალი ''რეიტინგი''