გარდიანმა მის ქმედებებს „ნამდვილი ლიდერობის დემონსტრირება“ უწოდა, ხოლო ვაშინგტონ პოსტმა აღნიშნა, რომ მსოფლიომ კარგად შეაფასა მისი, როგორც ხელმძღვანელის უნარები.
მაგრამ ვინ არის 38 წლის ქალი, რომელსაც მისი მემარცხენე შეხედულებების გამო ანტი-ტრამპისტს ეძახიან?
ბრწყინვალე პოლიტიკური კარიერის დამსახურებით, ჯასინდა არდერნი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი, რომელმაც ახალი ზელანდიის პრემიერის პოსტი დაიკავა.
მასზე უმცროსი იყო მხოლოდ
არდერნი პირველი გახლდათ, ვინც დეკრეტული შვებულებით ისარგებლა, მაშინ როდესაც ქვეყნის სათავეში იდგა. გარდა ამისა, უპრეცედენტო გახდა მისი გამოჩენა ბავშვით, გაეროს გენერალურ ანსამბლეაზე.
თუმცა, ბევრ მის ოპონენტს მიაჩნია, რომ არდერნის პოლიტიკური აღმასვლა და პოპულარობის ასეთი სწრაფი ზრდა გამოუცდელობისა და სისუსტის ნიშნებია.
არდერნი 1980 წელს პოლიციელის ოჯახში დაიბადა და მცირე ასაკიდან იზიარებდა მემარცხენე შეხედულებებს. 17 წლის ასაკში ის ახალი ზელანდიის ლეიბორისტულ პარტიაში გაწევრიანდა.
ბიბისისთან ინტერვიუში პრემიერმა აღნიშნა, რომ პოლიტიკაში მოსვლის მთავარი მიზეზი ადამიანებზე ზრუნვის სურვილი იყო.
უნივერსიტეტში კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, ჯასინდამ მაშინდელი პრემიერის კანცელარიაში დაიწყო მუშაობა. მოგვიანებით, ბრიტანეთში გადავიდა, სადაც ტონი ბლერის მრჩეველი იყო პოლიტიკურ საკითხებში.
ჯასინდას თანამედროვე მემარცხენეებს მიაკუთვნებენ. ის კლიმატური ცვლილებების, გენდერული თანასწორობისთვის ბრძოლასა და ამომრჩევლების მიმართ თბილი და უშუალო დამოკიდებულებებით არის ცნობილი.
2018 წელს არდერნი ახალი ზელანდიის პირველი პრემიერ-მინისტრი გახდა. ის გეიფრაიდზე გამოვიდა და აბორტსა და მარიხუანას ლეგალიზასიას დაუჭირა მხარი.
ეკონომიკური მიმართულებით პრემიერმა პროტექციონისტული ზომები გაატარა. მან აკრძალა მიწის მიყიდვა უცხოელებისთვის, რომლებსაც ბინადრობის მოწმობა არ აქვთ. გარდა ამისა, ანდერნმა ე.წ. სოციალური სამართლიანობის პოლიტიკა დანერგა, რომელიც მიზნად ისახავს მინიმალური ხელფასის მატებასა და სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანების ეკონომიკურ მხარდაჭერას.
ჯასინდას ახალი ტალღის ახალგაზრდა ლიდერებს მიაკუთვნებენ, რომელთა შორის საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი და კანადის პრემიერი ჯასტინ ტრუდოა.
თაიმმა პლამეტის 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიაში შეიყვანა, ამასთან გამოჩნდა ევროპისა და ამერიკის ცნობილ ტელეპროგრამებში.
მაგრამ, თუკი მსოფლიოში ბოლო 2 წლის განმავლობაში მისი პოპულარობა იზრდება, ახალ ზელანდიაში მას „ლმობიერი პოლიტიკის“ გამო აკრიტკებენ.
მეჩეთში მომხდარი სროლის შემდეგ, მან აღნიშნა, რომ დამნაშავეებს ახალი ზელანდია საკუთარ შეხედულებებთან თანხვედრის გამო არ აურჩევიათ. არამედ იმიტომ, რომ ახალი ზელანდია მრავალფეროვნების, სიკეთისა და თანაგრძნობის მხარდასაჭრად იბრძვის. და რომ ისინი უღებენ სახლს ყველას, ვინც იზიარებს მათ პრინციპებს და აძლევენ თავშესაფარს მათ, ვისაც სჭირდება. და რომ ეს ყველა პრინციპი ურყევი დარჩება.