ბევრისთვის არის საინტერესო მოგზაურობა მსოფლიოს ყველაზე მსხვილ ბაზრობებზე, რომლებიც საგანგებოდ არის განკუთვნილი ეზოთერიკული და ოკულტური ატრიბუტებისთვის და მათი კლიენტები ძირითადად მაგები და სხვადასხვა ჯურის ჯადოქრები არიან.

ერთ-ერთი უდიდესი ბაზრობა ბოლივიაში მდებარეობს, მის დედაქალაქთან ახლოს - ქალაქ ლა-პასში. სწორედ ამ ბაზრობას სტუმრობენ ადგილობრივი
უცხო ქვეყნებიდან ჩამოსულები აქ იძენენ სიყვარულის მცენარეს, იღბლის თილისმას, სანთლებს ავი სულების წინააღმდეგ. განსაკუთრებით სულის შემძვრელია ცხოველების მუმიფიცირებული ნაშთები ან გაფატრული არსებები, მაგალითად, გამხმარი ბაყაყი ან ღამურა, რომელსაც თურმე ჯადოქრები აქტიურად იყენებენ.
ასევე, ლამის ახალშობილის ფიტულს, რომელიც 2 დოლარი ღირს. აქვე იყიდება კოკას ფოთლები, რომლებსაც ადგილობრივი ოკულტისტები რეგულარულად იყენებენ.
ფეტიშების ბაზრობა ტოგოში - აკოდესეევას უწოდებენ ამ ბაზრობას და იქაც ფართო ასორტიმენტია. გორებად დევს მსხვილფეხა რქოსანი საქონლის თავის ქალები, მაიმუნების თავები, ლეოპარდის ტვინი. აქვეა აფთრებისა და მელიების, ანტილოპების ფიტულები.

იქვე ბაზრობაზეა განთავსებული სახალხო მკურნალებისა და მარჩიელების კარვები, სადაც რიგები დგას ადგილობრივი ''პაციენტების'' თუ უცხოელი ტურისტების.
მექსიკაშია მერკადო-დე-სონორას ჯადოქრების ბაზრობა, რომელიც 1950 წელს გაიხსნა და თავდაპირველი დანიშნულება ფართო მოხმარების საქონლით ვაჭრობა იყო.
თუმცა სულ მალე პროდუქტებით მოვაჭრეები ეზოთერული და რიტუალური ატრიბუტიკით მოვაჭრეებმა შეამჭიდროვეს და დღეს ძირითადად სწორედ მათ აქვთ ათვისებული ტერიტორია.

უცნაური სანთლების, საპნის (რომელიც თითქოსდა სიმსივნეს კურნავს), სამკურნალო ბალახეულის გარდა აქ ასევე იყიდება გადაშენების პირას მდგარი ფრინველების - ბუების, ფარშავანგების ფიტულები, რომლების შესაბამისად გამოყენება თითქოსდა უშვილობას კურნავს.
პერუს დედაქალაქ ლიმაში ჯადოქრობა შთამომავლობითი ''პროფესიაა''. აქ მთელი თაობები ცხოვრობენ მკურნალების, მისნების თუ უბრალოდ, შარლატანების.
ამ ადგილას ყველაზე დიდი ''საწყობია'' ჯადოქრობისთვის საჭირო რამე-რუმეების: გველის ცხიმი ართრიტის, ანემიის ''განმკურნავი'' გამხმარი ბაყაყები, კოკას ფოთლები ტრანსში სამკითხაოდ, და სხვადასხვაგვარი ელექსირები.
ჟურნალი ''რეიტინგი''