19 მარტი, 2019
"მე არც ქალი ვარ და არც კაცი, არაბინარული ადამიანი ვარ" - სემ სმიტის სკანდალური აღიარება
ინგლისელმა მომღერალმა სემ სმიტმა მსახიობ ჯემილა ჯამილთან გენდერულ იდენტობებზე ისაუბრა.

"მე არც ქალი ვარ და არც კაცი. ვფიქრობ, რომ სადღაც შუაში ვტივტივებ. ყოველთვის არსებობდა მცირედი ბრძოლა ჩემს სხეულსა და ჩემს გონებას შორის. ხანდახან როგორც ქალი ისე ვფიქრობ და საკუთარ თავს ვეკითხები "მინდა სქესის შეცვლა?", - თქვა სემ სმიტმა.

არა-ბინარული ადამიანები თავს არც ერთ გენდერს არ მიაკუთვნებენ, ისინი არ იდენტიფიცირდებიან როგორც კაცები ან ქალები.

"როდესაც გავიგე სიტყვები არა-ბინარული და გენდერქვიარი, მათ შესახებ წავიკითხე და ამ ხალხის
საუბარსაც მოვუსმინე, ჩემს თავს ვუთხარი ჯანდაბა, ეს მე ვარ", - თქვა სემ სმიტმა.


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS