18 მარტი, 2019
"ბევრი სექს-სიმბოლოები და ბოძზე ცეკვა" - პერის ჰილტონმა მარადიულად სასურველი ქართველი სასიძო დაბადების დღეზე არ დაპატიჟა
პერის ჰილტონს 17 თებერვალს 38 წელი შეუსრულდა, თუმცა, მდიდარი ოჯახის წარმომადგენელმა მანდილოსანმა დაბადების დღე ერთი თვის დაგვიანებით გადაიხადა და წვეულება მოაწყო.

წვეულება ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ პრესტიჟულ კლუბში შედგა და ბუნებრივია, საღამოს მთავარი გმირი თავად პერის ჰილტონი გახლდათ.

პერის ჰილტონმა დაბადების დღისთვის შეარჩია სერი კომბინიზონი, რომელსაც ღრმა დეკოლტე ამშვენებდა.

ჰილტონის დაბადების დღეზე სტუმრებს შორის ვერ მოხვდა, მისი ქართველი მეგობარი, ბიზნესმენი და ამ დრომდე სასურველ ქართველ სასიძოდ დარჩენილი გენო მალაზონია.

გენო მალაზონიასა და პერის ჰილტონის ფოტოები ქსელში რამდენიმე წლის
წინ გავრცელდა - როცა ისინი ერთმანეთს, ამერიკაში კავალის რესტორანში შეხვდნენ, თუმცა, რა გაგრძელება მოჰყვა ამ შეხვედრას, უცნობია.



გენო მალაზონია ბოლო დროს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თითქმის აღარ ჩნდება და არც სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა.

მაშინ როცა პერის ჰილტონი დაქალებთან ერთად დაბადების დღეს აღნიშნავდა, გენო მალაზონია პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად ტოკიოში იმყოფებოდა.



Rating




FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ბიძგვინა
მოგიტ..ნთ გლამური, სელებრითები და ლოკაციები!
00:44 / 19-03-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS