- ორმოცი წლის რომ გავხვდი, სააბაზანოში ჩავიკეტე ღვინის ბოთლით ხელში და საკუთარ თავს ვუთხარი, რომ არ გამოვიდოდი, სანამ საკუთარ გარეგნობას არ
მიუხედავად ამისა, ახლა მსახიობი აღიარებს, რომ სავსებით ჰარმონიულად გრძნობს თავს. ბევრი რამ აქვს საამაყო თუნდაც ამ კუთხით, რადგან ბევრი რამ გააკეთა, რათა შესანიშნავ ფორმაში ყოფილიყო:
- არ ვცდილობ, რომ უფრო ახალგაზრდულად გამოვიყურებოდე, მე ხომ პატარა გოგო აღარ ვარ. ბედნიერი ვარ, რომ ზრდასრული ქალი გახლავართ. მიმაჩნია, რომ ეს ძალიან სექსუალური, საინტერესო და გლამურული რამაა.
მსახიობს დიაბეტი აქვს და უკვე მრავალი წელია, სპეციალურ დიეტას იცავს. მის რაციონში ძირითადად შედის ბოსტნეული, ხაჭო და სოია. გარდა ამისა, რამდენიმე წლის წინ მთლიანად თქვა უარი ალკოჰოლზე, რადგან მაგარი სასმელი სახესა და სხეულს თითქოს აბერებს და ასივებს.