14 მარტი, 2019
მაქსიმ გალკინი სკანდალურ ბრალდებაზე ოფიციალურ განმარტებას აკეთებს
და­ღეს­ტნის მცხოვ­რე­ბი ხი­დირ­ნე­ბი კა­ზუ­ე­ვი, რო­მელ­საც მა­ხა­ჩკა­ლა­ში ფი­ლიპ კირ­კო­რო­ვის კონ­ცერ­ტზე ტე­რაქ­ტის მცდე­ლო­ბა ედე­ბა ბრა­ლად, ამ­ბობს, რომ კირ­კო­რო­ვის მკვლე­ლო­ბა ტე­ლე­წამ­ყვან­მა მაქ­სიმ გალ­კინ­მა და­უკ­ვე­თა. ამის შე­სა­ხებ „კო­მსო­მოლ­სკა­ია პრავ­და“ წერს.

Rating

კა­ზუ­ე­ვის თქმით, 2017 წელს, რო­დე­საც მოს­კოვ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, ქუ­ჩა­ში მას­თან გალ­კი­ნი მი­ვი­და და კირ­კო­რო­ვის მკვლე­ლო­ბის­თვის 2 მლნ რუბ­ლი შეს­თა­ვა­ზა. კა­ზუ­ე­ვი აღ­ნიშ­ნავს, რომ ალა პუ­გა­ჩო­ვას ქმა­რი ცო­ლის ყო­ფილ მე­უღ­ლე­ზე ეჭ­ვი­ა­ნობს და მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის მო­ტი­ვიც სწო­რედ ეს იყო. მისი თქმით, შე­თა­ვა­ზე­ბას დას­თან­ხმდა და ავან­სად 1 მლნ რუბ­ლი და მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი მი­ი­ღო.

Rating

ფაქტს
გვიან ღამით გამოეხმაურა, რუსული ესტრადის დივაც, 69 წლის ალა პუგაჩოვას მეუღლე მაქსიმ გალკინი.

"მივხვდი, რომ გაზაფხული დადგა, გაიღვიძა ბუნებამ და გაიღვიძა ადამიანების ფანტაზიამ. პატივს ვცემ ჟურნალისტების შრომას, მათ ამ ფანტაზიისგან სტატია გააკეთეს, მაგრამ მე მაქვს თქვენთან მხოლოდ ერთი თხოვნა. ნუ შეაწუხებთ ფილიპ კირკოროვს, ის ძალიან გაღიზიანებულია ამ იაფფასიანი შოუს გამო", - განაცხადა გალკინმა ინსტაგრამის მიმართვაში.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS