დაღესტნის მცხოვრები ხიდირნები კაზუევი, რომელსაც მახაჩკალაში ფილიპ კირკოროვის კონცერტზე ტერაქტის მცდელობა ედება ბრალად, ამბობს, რომ კირკოროვის მკვლელობა ტელეწამყვანმა მაქსიმ გალკინმა დაუკვეთა. ამის შესახებ „კომსომოლსკაია პრავდა“ წერს.
კაზუევის თქმით, 2017 წელს, როდესაც მოსკოვში იმყოფებოდა, ქუჩაში მასთან გალკინი მივიდა და კირკოროვის მკვლელობისთვის 2 მლნ რუბლი შესთავაზა. კაზუევი აღნიშნავს, რომ ალა პუგაჩოვას ქმარი ცოლის ყოფილ მეუღლეზე ეჭვიანობს და მკვლელობის მცდელობის მოტივიც სწორედ ეს იყო. მისი თქმით, შეთავაზებას დასთანხმდა და ავანსად 1 მლნ რუბლი და მობილური ტელეფონი მიიღო.
კაზუევი
მოითხოვს გალკინის, კირკოროვისა და პუგაჩოვას დაკითხვას, თუმცა, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდებულს საქმის გაჭიანურება სურს და ამიტომ კაზუევს მოთხოვნაზე უარი განუცხადეს. ბრალდებულის ადვოკატი კი ამბობს, რომ აუცილებლად დაადგენს, რამდენად არის ვერსია სიმართლესთან ახლოს.
განაგრძეთ კითხვა: