09 მარტი, 2014
ადამიანები, რომელებიც მიცვალებულებთან ერთად ცხოვრობენ - სიაში აღმოჩნდა ქართველ ქალიც...
ცოლის ცხედარს თაბაშირი შემოავლო, სახეც თაბაშირში ჩაუსვა და შეუღება კიდეც, რომ ნამდვილ სახეს დამსგავსებოდა ახლობლების გარდაცვალებას ბევრი ადამიანი ბოლომდე ვერ ეგუება, ვერ აღიქვამს ამ მოვლენას, ვერ აცნობიერებს, მომხდარის შედეგად ფსიქიკა ერყევა თუ კიდევ სხვა რამ ხდება, თუმცა ფაქტია, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც გარდაცვლილი ახლობლების საფლავებს ვერ შორდებიან, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ან კიდევ უარესი - მათ მუმიებთან ერთად აგრძელებენ ცხოვრებას. მსოფლიოში ასეთი რამდენიმე შემთხვევა არსებობს. საიტმა ტოპნიუს.რუ-მ ამგვარ ფაქტებს მოუყარა თავი და სიაში აღმოჩნდა ქართველი
ქალბატონიც, რომელიც 18 წელია უვლის გარდაცვლილი შვილის მუმიას.

სიაშია მოხსენიებული ქართველი ციური კვარაცხელია, რომლის შესახებაც ჩვენს მასმედიაში ბევრი დაიწერა. შეგახსენებთ, რომ ის 18 წლის წინ გარდაცვლილი შვილის მუმიას უვლის. ასე ინება მისმა ქმარმა, რომელსაც სურს, გარდაცვლილის შვილმა ნახოს, როგორი მამა ჰყავდა. ამიტომაც არის, რომ ცხედარს არ მარხავენ, ჯერ ბალზამით ინახავდნენ, მერე სხვა მეთოდებიც მოსინჯეს. უვლიან ისე, როგორც ცოცხალს - დედა უცვლის ტანსაცმელს, უკრავს მუსიკას მის გასაგონად, უხდის დაბადების დღეებს. გარდაცვლილის შვილი უკვე 20 წლის გახდა და ისიც დადის მამის სანახავად. „მინდოდა, შვილი თავის დროზე დამემარხა, მაგრამ როცა უკვე 18 წელია ასე ვუვლი, როგორ მივაბარო მიწას?“ - ამბობს ქალბატონი ციური.

ვიეტნამელი ლე ვანი ადგილობრივი გაზეთების გმირია. მისმა თანამემამულეებმა 2009 წელს შეიტყვეს, რომ ლე ვანს ხუთი წლის განმავლობაში გარდაცვლილ ცოლთან ერთად ეძინა, ერთ საწოლში. ცოლის დაკრძალვის შემდეგ გადაუწყვეტია, ამოეთხარა გვამი და მისგან ერთგვარი ქანდაკება შეექმნა - ცოლის ცხედარს თაბაშირი შემოავლო, სახეც თაბაშირში ჩაუსვა და შეუღება კიდეც, რომ ნამდვილ სახეს დამსგავსებოდა. როგორც ახლახან გაარკვიეს ვიეტნამელმა ჟურნალისტებმა, ლე ვანი დღემდე ასე აგრძელებს ცხოვრებას და მისი შვილიც ჩვეულებრივ ხვდება ამ მოვლენას - ხანდახან ისიც გვერდით მიუწვება ხოლმე გარდაცვლილი დედის თაბაშირის მუმიას.

Rating

ინგლისელ როკი აბალსამოს 1993 წელს გარდაეცვალა ცოლი. დარდის გასაქარვებლად ისღა მოახერხა, რომ სასაფლაოზე ატარებდა დღესაც და ღამესაც. თითქმის არ ჭამდა და არ სვამდა, არ უყურებდა ამინდს - გამუდმებით იჯდა საფლავზე და დრო ამგვარად გაჰყავდა. სასაფლაოს გახსნიდან დახურვამდე იქ იყო, შინ წასვლის წინ კი ცოლის საფლავზე პურის ნამცეცებს ყრიდა, რომ მტრედები მიფრენილიყვნენ და მისი ცოლისთვის მარტოობა შეემსუუქებინათ. როკი წელს, 22 იანვარს გარდაიცვალა და ანდერძის თანახმად, საყვარელი ცოლის გვერდით დაკრძალეს.

Rating

ასევე არის სიაში 43 წლის ქვრივი არგენტინიდან, ადრიანა ვილიარეალი, რომელმაც გარდაცვლილ ქმარს მავზოლეუმი აუგო და იქვე განაგრძო ცხოვრება, რომ მის ქმარს მარტოობა არ ეგრძნო; კიდევ ერთი შემთხვევა - 79 წლის ბელგიელი მარსელი 2012 წელს გარდაიცვალა. მისმა ცოლმა ეს ტრაგედია ვერ გადაიტანა. თითქმის ერთი წელი ქმრის ცხედარი საწოლზე ჰყავდა დასვენებული და მასთან ერთად წოლას აგრძელებდა;

Rating

ასევე არგენტინაში მოხდა შემთხვევა, როცა 58 წლის მამაკაცი, კლაუდიო ნ. გარდაიცვალა. მის სახლში მისულ სამართალდამცველებს იქ დახვდათ კიდევ ერთი ცხედარი - ათი წლის წინ გარდაცვლილი ქალბატონის, კლაუდიოს 90 წლის დედის. გახრწნილი გვამი პოლიეთილენის პარკებში იყო შეხვეული და სახლის ფლოსტები ეცვა. მეზობლების თქმით, ეს ქალი ათი წელი არ ენახათ. თუმცა კლაუდიო მათ არწმუნებდა, რომ ის ცოცხალი იყო და თავს კარგად გრძნობდა.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
გი2გი
ანა შენ უცხოელებზე მეტი გგონია რამით შენი თავი ? ეეჰ მე შენ უფრო მეცოდები ვიდრე ესენი :(( განათლების პრობლემა გაქვს და მაგას მიხედე ჯობია
14:50 / 11-03-2014
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
ნუ ლანძღავთ ამ გამწარებულ ხალხს, სასოწარკვეთისგან ჭკუა აღარ მოეკითხებათ. მხოლოდ ერთი რამ უნდა ითქვას: თქვენი საქციელით მათ სულებს აწუხებთ, მიაბარეთ მიწას და სიმშვიდე მიეცემა მათ და თქვენც!
11:45 / 11-03-2014
გამოხმაურება / 0 /
EKATERINE
პრინციპში რა ჩემი საქმეა მაგრამ ჯობია მიცვალებული ლიწას მიაბარო და მისი სულისათვის უფალს ევედრო
17:26 / 10-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ანა
უცხოელები ისედაც გადარეულები არიან, იმათი აღარაფერი მიკვირს, მაგრამ საქართველოში ასეთი რამე ნაკლები რწმენის ბრალია. ეს ადამიანები ქრისტიანულად რომ ცხოვრობდნენ, ასეთი სიგიჟეები არ გაახსენდებოდათ.
21:02 / 09-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ბებიტა
ვერაა რა ეს ხალხი
20:53 / 09-03-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS