13 მარტი, 2019
ვილები მალდივებზე, მოგზაურობა და იტალიაში დასახლების ოცნება: როგორ ცხოვრობს მოსკოვის მერის ქალიშვილი ანნა საბიანინა
როგორც აღმოჩნდა, მოსკოვიდან უფრო თბილ ადგილას გამგზავრებაზე შეიძლება იოცნებო არა მხოლოდ მაშინ, როცა მეტროს სავსე ვაგონში შეღწევას ცდილობ, არამედ მაშინაც კი, როცა მამაშენი ქალაქის მერია. მოსკოვის მერის ქალიშვილმა სოც. ქსელში განაცხადა, რომ მოსკოვში გასეირნებას იტალიურ ქუჩებში სეირნობას არჩევდა: „ყველაზე სანუკვარი სურვილია, რომ ჩემი ახლობლები ჯანმრთელები და ბედნიერები იყვნენ, ოცნება კი უთვალავი მაქვს. დავათვალიერო მთელი მსოფლიო, კიდევ ერთი ქალიშვილი გავაჩინო და ოდესღაც იტალიაში გადავსახლდე“.

Rating
ანა 32 წლისაა. ის მხატვარია და მისი შთაგონების წყარო ხშირად ხდება უცხოეთის
პეიზაჟები, რამდენადაც მოსკოვში გოგონა საკმაოდ იშვიათად იმყოფება. ის დაქორწინებულია და 2014 წლიდან ქმართან ერთად ბედნიერად ცხოვრობს, 2016 წელს კი, წყვილს ვაჟი შეეძინა, რომელსაც ბაბუის პატივსაცემად სერგეი დაარქვეს. საბიანინებს ოჯახური იდილიის გასაჯაროვება არ უყვართ და მანამდე სოც. ქსელში ანას მხოლოდ რამდენიმე ძველი ფოტო იდო, მაგრამ მოგვიანებით, გამოჩნდა ინსტაგრამი და მსოფლიოს ნახვის სურვილიც. აღსანიშნავია, რომ ამ დროის განმავლობაში ანა გარეგნულად ისე შეიცვალა, როგორც მოსკოვი საბიანინის მერობის პერიოდში.

Rating

ანამ უკვე უამრავ ქვეყანაში მოასწრო მოგზაურობა.

„რომი, კაპრი, ტოსკანის რეგიონი ფლორენციის სიახლოვეს, კომო და რა თქმა უნდა, ვენეცია, მაგრამ აქ მხოლოდ საყვარელ ადამიანთან ერთად. საერთოდ კი მთელი იტალია მშვენიერებაა!“ - გვიზიარებს გოგონა შთაბეჭდილებებს საკუთარ ინსტაგრამზე, რომელიც დამწყები მოგზაურ-ბლოგერის გვერდს უფრო ჰგავს.
Rating

ანა საბიანინა ახალ წელს დუბაიში შეხვდა. პირველ იანვარს მან მდიდრული კლუბიდან Billionare Mansion ფოტო გამოაქვეყნა. მერის ქალიშვილი სასტუმრო Fairmont The Palm-ში გაჩერდა, ნომერში, რომელშიც ღამე საშუალოდ 400$-მდე ღირს.

Rating

შემდეგ ოჯახი მალდივებზე გაემგზავრა, სადაც 5-ვარსკვლავიან სასტუმროში  "Grand Park Kodhipparu" გაჩერდნენ. აუზიან ვილაში ერთი ღამის ღირებულება 1432 $-ია. ამჟამად ანა მზის სხივების ქვეშ ნებივრობს და ინდოეთის ოკეანის ხედებით ტკბება.
თუმცა, ზაფხული მუდმივად არ გრძელდება - გასულ წელს საბიანინის წყვილმა ახალი წლის ატმოსფეროთი სიამოვნების მიღება გადაწყვიტა და დღესასწაულები კურშეველში, ალპურ ფერდობებზე სრიალში გაატარა. გაზაფხულზე ანა უკვე პარიზის რესტორნებში ყავას სვამდა, ზაფხულში მარბელში გაემგზავრა, პატარა კუნძულ ბელოზე ლაგო-მაჯორეს ტბაზე, მოგვიანებით კი - საყვარელ იტალიაში. არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, რომელშიც კვლავ სერგეი საბიანინმა გაიმარჯვა, ანა საბიანინამ კომოს ტბაზე მდებარე საოცარი ქალაქიდან ბელაჯოდან ფოტო გამოაქვეყნა.

ანა ვერძაძე


Rating
RatingRating

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
სტატუს ქუო
ოდესღაც არა,ოდესმე....ბნელებო.
17:45 / 13-03-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS