წყვილი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ერთად იშვიათად ჩნდება და ერთობლივ ფოტოებსაც იშვიათად აქვეყნებს. თუმცა, აშკარაა, რომ ტიმატი საყვარელ ქალს ძვირადღირებული და განსაკუთრებული საჩუქრებით ხშირად ანებივრებს.
23 წლის რეშეტკოვამ ინსტაგრამზე სთორი გამოაქვეყნა, საიდანაც გაირკვა, რომ ტიმატიმ მას 408920 ლარად შეფასებული Graff-ის ჯვარი აჩუქა.
ეს არ არის ერთადერთი
ანასტასია რეშეტკოვა მოსკოვის ქუჩებში ძვირადღირებული Mercedes-Benz G500 4×4ით დადის. მანქანის ღირებულება 817 ათას 840 ლარია.