04 მარტი, 2019
ლამაზი ქალების დრო მიდის: ისტორიაში პირველად, ჟურნალის ყდას რობოტი მოდელი ამშვენებს
სინგაპურის "L’Officiel"-ი აქვეყნებს მარტის ნომრის გარეკანს, რომელზეც ცნობილი რობოტი მოდელი, ლილ მიქეილაა გამოსახული. 19 წლის ინსტაგრამ-გოგონა პირველი რობოტი გახდა ისტორიაში, რომელიც მოდის ჟურნალის ყდაზე დაიბეჭდა.

აზიური ჟურნალის მარტის ნორმერი საიუბილეოა და დაარსების 12 წლის თავს აღნიშნავს. როგორც რედაქტორი აცხადებს, "L’Officiel"-ი აზიის ყველაზე პროვოკაციული ჟურნალია და ამ ტიტულს აუცილებლად შეინარჩუნებს. რაც შეეხება მიქეილას, მან ფოტოსესიაზე Tom Ford, Cartier და Gucci მოირგო. მოდელმა გასულ კვირას თვითერზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც წერს, რომ იგი ძალიან გახარებულია და მისთვის დიდი
პატივია ჟურნალის ყდაზე მოხვედრა.

Rating

"L’Officiel"-ის გადაწყვეტილებას, რომ მოდელად რობოტი დაებეჭდათ, საზოგადოებაც ეხმიანება. ხალხის დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ არარეალურმა პერსონაჟებმა შესაძლოა მალე ადამიანების ადგილი დაიკავონ, ჟურნალის რედაქტორებს კი, მსგავსი გადაწყვეტილებისთვის აკრიტიკებენ.  იხილეთ სრულად:

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS