ასე მოხდა რამდენიმე თვის წინ, როცა ცნობილი გახდა, რომ ნინი ზარქუას და ანუკა არეშიძის მეგობრობა დასრულდა.
მათ ერთმანეთს ინსტაგრამზე გამოწერაც გაუუქმეს და აღარც ერთობლივ ფოტოებს დებენ სოციალურ ქსელში.
ამჯერად ჩვენი ყურადღება პრინკა ჩოპრას და მეგან მარკლის მეგობრობამ მიიპყრო. დასავლური პრესა აქტიურად წერს, რომ დაქალებმა იჩხუბეს და მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა.
პრიანკა ჩოპრა და მეგან მარკლი დიდი ხნის მეგობრები
თუმცა, როგორც ჩანს, ბოლო დროს მათ შორის გარკვეულმა უთანხმოებამ დაისადგურა.
საუბრები იმის შესახებ, რომ პრიანკასა და მეგანის მეგობრობას ბზარი გაუჩნდა, ჯერ კიდევ პრიანკასა და ნიკ ჯონასის მრავალრიცხოვანი ქორწილების სერიიდან დაიწყო, ვინაიდან ჰერცოგინია არც ერთ მათგანს დასწრებია.
როგორც "Page Six"-ის მოპოვებული ინფორმაციით ირკვევა, პრიანკამ თავად თქვა უარი მეგან მარკლის მიერ, ნიუ-იორკში გამართულ წვეულებაზე გამოჩენაზე, რადგან მეგობარზე, რომელიც მისი ქორწილის ცერემონიას არ დაესწრო, ნაწყენია.
"მათი მეგობრობა დასრულდება, თუ მეგანი არ მოუბოდიშებს ჩოპრას. პრიანკა საერთაშორისო ვარსკვლავია და მას სოციალური ქსელებითაც მილიონობით ადამიანი ადევნებს თვალს. შეიძლება ითქვას, მას უფრო მეტ ქვეყანაში ცნობენ, ვიდრე მეგან მარკლს, შესაბამისად, თვლის, რომ ჰერცოგინია მისდამი სათანადო პატივისცემას არ იჩენს და არც მათ მეგობრობას აფასებს", - აღნიშნა გამოცემასთან ინტერვიუში მსახიობთან დაახლოებულმა პირმა.