28 თებერვალი, 2019
ლედი გაგას პირველი კომენტარი ბრელი კუპერთან რომანზე
ლედი გაგა, გავრცელებულ ხმებს, თითქოს მას და ბრედლი კუპერს სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებთ, "ოსკარის" ტრიუმფალური საღამოდან სამი დღის შემდეგ, ჯიმი კიმელის შოუში, პასუხობს.
"პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ სოციალური მედია ინტერნეტის ტუალეტია. რაც მან პოპ კულტურას გაუკეთა, საშინელებაა.

ადამიანები ხედავენ სიყვარულს და იცით რა? ეს სწორედ ისაა, რისი დანახვაც მათ სურთ. Shallow სასიყვარულო სიმღერაა, ხოლო A Star Is Born სასიყვარულო ისტორიაა. მე ხელოვანი ვარ და იცით რა? ჩვენ ეს კარგად გამოგვივიდა და ყველა გაგაცურეთ", - აცხადებს
ლედი გაგა.
გაგამ აღნიშნა, რომ შესრულებისთვის ის და კუპერი ერთი კვირის განმავლობაში ემზადებოდნენ და ბრედლი, რომელიც ფილმის რეჟისორიცაა, მთავარ გადაწყვეტილებებს იღებდა შესრულების ხასიათზე და იმ ილუზიის შექმნაზეც, რომ ისინი სიყვარულს


განასახიერებდნენ.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
gia
ქალბატონ ბრედლი კუპერს არავითარი რომანი არ ააქვს ლედი გაგასთან.
15:27 / 01-03-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS