"პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ სოციალური მედია ინტერნეტის ტუალეტია. რაც მან პოპ კულტურას გაუკეთა, საშინელებაა.
ადამიანები ხედავენ სიყვარულს და იცით რა? ეს სწორედ ისაა, რისი დანახვაც მათ სურთ. Shallow სასიყვარულო სიმღერაა, ხოლო A Star Is Born სასიყვარულო ისტორიაა. მე ხელოვანი ვარ და იცით რა? ჩვენ ეს კარგად გამოგვივიდა და ყველა გაგაცურეთ", - აცხადებს
გაგამ აღნიშნა, რომ შესრულებისთვის ის და კუპერი ერთი კვირის განმავლობაში ემზადებოდნენ და ბრედლი, რომელიც ფილმის რეჟისორიცაა, მთავარ გადაწყვეტილებებს იღებდა შესრულების ხასიათზე და იმ ილუზიის შექმნაზეც, რომ ისინი სიყვარულს
განასახიერებდნენ.