კალიფორნიელი ბლონდი ბენეტი კვირაში ორჯერ დადის სეანსებზე ჰიპნოთერაპევტთან, რომ რაც შეიძლება მეტად ''გამოიცარიელოს'' ტვინი და ყველასთვის იოლად მისაწვდომი გახდეს.
ყოფილმა მოდელმა წელიწად-ნახევრის წინ შეიცვალა სახელი, ბლონდი დაირქვა, 25 ათასი დოლარი დახარჯა მკერდის გადიდებაზე და ხუთი ოპერაცია გაიკეთა. ახლა სამუშაო არ აქვს და ფულს
ბლონდი რეგულარულად იყენებს გასარუჯ კრემს, ბოტოქსს და იდიდებს ტუჩებს, რომ უფრო ხელოვნური გახდეს.
თუმცა ყველაზე მთავარი, მისი აზრით, უფრო შტერად გახდომაა, რომ რაც შეიძლება, მეტად დაემსგავსოს სათამაშოს.
''როცა მეკითხებიან, რატომ მინდა, ბარბის დავემსგავსო, მე ვპასუხობ - ვის არ უნდა, რომ დაემსგავსოს ბარბის? - ამბობს ბლონდი, - მე მინდა, რომ ისე შემხედონ, როგორც სექსსათამაშოს და ასევე მომექცნენ.
ჟურნალი ''რეიტინგი''