07 მარტი, 2014
38 წლის ქალი ცდილობს, თოჯინა ბარბიდ იქცეს
მე მინდა, რომ ისე შემხედონ, როგორც სექსსათამაშოს და ასევე მომექცნენ ქალი, რომელმაც თავისი ცხოვრება მიუძღვნა იმას, რომ თოჯინა ბარბიდ გადაიქცეს, უკიდურეს ზომებამდე მივიდა - მას სურს, ჰიპნოთერაპია ჩაიტაროს და ''უტვინო'' გახდეს, როგორც თოჯინა.

კალიფორნიელი ბლონდი ბენეტი კვირაში ორჯერ დადის სეანსებზე ჰიპნოთერაპევტთან, რომ რაც შეიძლება მეტად ''გამოიცარიელოს'' ტვინი და ყველასთვის იოლად მისაწვდომი გახდეს.

ყოფილმა მოდელმა წელიწად-ნახევრის წინ შეიცვალა სახელი, ბლონდი დაირქვა, 25 ათასი დოლარი დახარჯა მკერდის გადიდებაზე და ხუთი ოპერაცია გაიკეთა. ახლა სამუშაო არ აქვს და ფულს
იმით შოულობს, რომ ონლაინ ყიდის თავის ფოტოებს ბარბის ''როლში''.

ბლონდი რეგულარულად იყენებს გასარუჯ კრემს, ბოტოქსს და იდიდებს ტუჩებს, რომ უფრო ხელოვნური გახდეს.

თუმცა ყველაზე მთავარი, მისი აზრით, უფრო შტერად გახდომაა, რომ რაც შეიძლება, მეტად დაემსგავსოს სათამაშოს.

''როცა მეკითხებიან, რატომ მინდა, ბარბის დავემსგავსო, მე ვპასუხობ - ვის არ უნდა, რომ დაემსგავსოს ბარბის? - ამბობს ბლონდი, - მე მინდა, რომ ისე შემხედონ, როგორც სექსსათამაშოს და ასევე მომექცნენ.

ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS