28 თებერვალი, 2019
"ალაჰს გე­ფი­ცე­ბით, ყვე­ლა­ფე­რი უა­რე­სო­ბის­კენ წავა..." - სტანისლავ ბონდარენკოს ემუქრებიან
და­ღეს­ტან­ში უკი­დუ­რე­სად მწვა­ვე რე­აქ­ცია მოჰ­ყვა მა­ჰა­ჩყა­ლას "მე­გობ­რო­ბის სახ­ლში" გა­მარ­თულ სპექ­ტაკლს - "კა­ცებ­ზე ნა­დი­რო­ბა". სცე­ნა­რი ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის­თვის შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლად მი­იჩ­ნია ცნო­ბილ­მა და­ღეს­ტნელ­მა სპორ­ტსმენ­მა ჰა­ბიბ ნურ­მა­გო­მე­დოვ­მა. UFC-ის მებ­რძოლ­მა სპექ­ტაკლს "პორ­ნოგ­რა­ფია" უწო­და და მსა­ხი­ო­ბე­ბი­სა და ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის დას­ჯა მო­ი­თხო­ვა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მას მხარ­დამ­ჭე­რე­ბიც გა­მო­უჩ­ნდნენ.

Rating

ცნო­ბი­ლი და­ღეს­ტნე­ლი სპორ­ტსმე­ნის თქმით, სამ­წუ­ხა­როდ, "მა­ყუ­რებ­ლებს არ ეყოთ გამ­ბე­და­ო­ბა და თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად იქა­უ­რო­ბა და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ". შე­რე­უ­ლი ორ­თაბ­რძო­ლე­ბის მებ­რძო­ლი ად­გი­ლობ­რივ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას პა­სუხს სთხოვს და ურ­ჩევს - "ასეთ ფა­ქიზ სა­კი­თხებს მეტი ყუ­რა­დღე­ბით მო­ე­კი­დონ..."

Rating

სპექ­ტაკლში ერთ-ერთ მთა­ვარ როლს სტა­ნის­ლავ ბონ­და­რენ­კო ას­რუ­ლებს. მას
ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი კარ­გად იც­ნობს. რუ­სუ­ლი სე­რი­ა­ლე­ბის ცნო­ბი­ლი სახე, სა­ქარ­თვე­ლო­ში "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" ერთ-ერთი სე­ზო­ნის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლიც გახ­და.
სპექ­ტაკ­ლის სცე­ნა­რის მი­ხედ­ვით, ერთ-ერთ ეპი­ზოდ­ში მსა­ხი­ობ­მა ნა­ტა­ლია რევა-რი­ა­დინ­სკა­ი­ამ პერ­სო­ნა­ჟი საც­ვლე­ბით გა­ნა­სა­ხი­ე­რა, სცე­ნა­ზე წელსზე­ვით გა­შიშ­ვლდა ბონ­და­რენ­კოც. ეს ვი­დეო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, დიდი ალ­ბა­თო­ბით ერთ-ერ­თმა მაყ­ურე­ბელ­მა ატ­ვირ­თა, რა­მაც და­ღეს­ტნე­ლი სპორ­ტსმე­ნიც აღ­შფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია. იმა­ვე სა­ღა­მოს, "ინ­სტაგ­რა­მის" პი­რად გვერ­დზე, რო­მელ­საც 13 მი­ლი­ო­ნი გა­მომ­წე­რი ჰყავს, ნურ­მა­გო­მე­დოვ­მა "ამ უმ­სგავ­სო­ბას" ვრცე­ლი პოს­ტი მი­უ­ძღვნა და "ვი­ღა­ცე­ბის ჭკუ­ა­ზე მო­საყ­ვა­ნად" ქუ­ჩის აქ­ცი­ე­ბის გა­მარ­თვა­ზეც ალა­პა­რაკ­და. განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS