ცნობილი დაღესტნელი სპორტსმენის თქმით, სამწუხაროდ, "მაყურებლებს არ ეყოთ გამბედაობა და თავმოყვარეობა პროტესტის ნიშნად იქაურობა დაეტოვებინათ". შერეული ორთაბრძოლების მებრძოლი ადგილობრივ ხელისუფლებას პასუხს სთხოვს და ურჩევს - "ასეთ ფაქიზ საკითხებს მეტი ყურადღებით მოეკიდონ..."
სპექტაკლში ერთ-ერთ მთავარ როლს სტანისლავ ბონდარენკო ასრულებს. მას
სპექტაკლის სცენარის მიხედვით, ერთ-ერთ ეპიზოდში მსახიობმა ნატალია რევა-რიადინსკაიამ პერსონაჟი საცვლებით განასახიერა, სცენაზე წელსზევით გაშიშვლდა ბონდარენკოც. ეს ვიდეო სოციალურ ქსელში, დიდი ალბათობით ერთ-ერთმა მაყურებელმა ატვირთა, რამაც დაღესტნელი სპორტსმენიც აღშფოთება გამოიწვია. იმავე საღამოს, "ინსტაგრამის" პირად გვერდზე, რომელსაც 13 მილიონი გამომწერი ჰყავს, ნურმაგომედოვმა "ამ უმსგავსობას" ვრცელი პოსტი მიუძღვნა და "ვიღაცების ჭკუაზე მოსაყვანად" ქუჩის აქციების გამართვაზეც ალაპარაკდა. განაგრძეთ კითხვა: