27 თებერვალი, 2019
კარლ ლაგერფილდის მუზა სიმსივნით გარდაიცვალა
მოდის სამყარომ მეორე დიდი დანაკარგი მიიღო. დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ 44 წლის ასაკში რუსი მოდელი ოლგა პანტიუშენკოვა გარდაიცვალა.

ის წლების მანძილზე მუშაობდა ევროპის წამყვან სააგენტოებთან. გავრცელებული ცნობით, მოდელის გარდაცვალების მიზეზი სიმსივნე გახდა.

Rating

ოლგამ სიცოცხლის ბოლო დღეები სანკტ-პეტერბურგში გაატარა. ის 6 თებერვალს გარდაიცვალა, თუმცა, ცნობა ამის შესახებ აქამდე არ გავრცელებულა.

რუსი მოდელის წარმატებული კარიერა მაშინ დაიწყო, როდესაც კონკურსზე "Супермодель СССР" მესამე ადგილი აიღო. მაშინ ის მხოლოდ 14 წლის იყო.

Rating

ოლგა პანტიუშნიკოვა ისეთ ბრენდებთან თანამშრომლობდა, როგორებიც
არის: Christian Lacroix, Christian Dior, Chanel, Kenzo, Cacharel, Valentino, Balenciaga, Thierry Mugler და სხვები.

მისი დახვეწილობა განსაკუთრებულად მოსწონდა კარლ ლაგერფილდს და ჯონ გალიანოს.

Rating




FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS