26 თებერვალი, 2019
"ქუსლებზე, გაცილებით მამაკაცურად ვიგრძენი თავი," - ბილი პორტერმა ახსნა, თუ რატომ გამოცხადდა „ოსკარის“ ცერემონიალზე კაბასა და სმოკინგში
შეიძლება, ბევრი ვიდავოთ ჩატარებული „ოსკარის“ ცერემონიალის საუკეთესო და ყველაზე უგემოვნო კაბებზე, მაგრამ ერთმა იმიჯმა კინოაკადემიის ისტორიაში ყველა რეკორდი მოხსნა. მსახიობმა ბილი პორტერმა, რომელიც ადრეც გამოირჩეოდა თავისი პროვოკაციული ჩაცმულობით, ახლა საერთოდ, მეტყველების უნარი დაუკარგა კონსერვატორ აუდიტორიას...

ერთის მხრივ, ( მისი ერთი ნახევარი) სრულიად აკმაყოფილებდა ტრადიციული მამაკაცის გარდერობიდან აღებულ კოსტიუმს, - სმოკინგისა და პეპელას სახით. მეორეს მხრივ, მას შარვლის ნაცვლად მორგებუილი ჰქონდა - ხავერდის, წვეულებისთვის შესაფერისი ფუშფუშა კაბის ქვედაბოლო Christian Siriano-სგან.

Rating


მსახიობის სოციალური ქსელის გამომწერებმა მისი თამამი
ლუქი ასე შეაფასეს - "ეს შედევრია; - შენ ყველას მოაკეტინე. - შენ გამოიყურებოდი კატეგორიაში „საუკეთესო ჩაცმულობა“ და ერთიც, სმოკინგისა და კაბის ერთმანეთთან შეთანხმება - გამოხატავდა ჯგუფ House of Xtravaganza-ს მიმართ პატივისცემას, რომელიც გასული საუკუნის 80-იან წლებში გახდა ცნობილი, როგორც ლგბტ კომუნის და მისი დამაარსებლის ჰექტორ ვალეს მხარდამჭერი".

„ვოგი“-სთან ინტერვიუში ბილი პორტერმა ისაუბრა თავის უცნაურ არჩევანზე: „მე ყოველთვის მომწონდა მოდა. ბებია და დედა ყოველთვის ითვლებოდნენ გემოვნებიან ქალბატონებად. მათ შემაყვარეს მოდა, თუმცა, ყოველთვის შეზღუდული ვიყავი ამ სიყვარულში. როცა შავკანიანი ხარ თან გეი, შენს მამაკაცურობას ყოველთვის ეჭვქვეშ აყენებენ.

Rating
ჩემს გარდერობთან დაკავშირებით ყოველთვის ვაწყდებოდი ჰომოფობიურ შეფასებებს. როცა A&M Records-თან პირველი კონტრაქტი გავაფორმე, მე მოვკეტე. მე მიხდებოდა, ვყოფილიყავი იმ წარმოდგენების შესაფერისი, რაც სხვა ადამიანებს ჰქონდათ ჩემი გარეგნობის მიმართ.

როლი მიუზიკლში "Kinky Boots"-ი, ჩემთვის მოულოდნელი გამოცდილება აღმოჩნდა. როცა მე შევდექი ქუსლებზე, გაცილებით მამაკაცურად ვიგრძენი თავი, ვიდრე ოდესმე. ამ გრძნობამ მომანიჭა თავისუფლება.“ - აღნიშნა ბილიმ. „ახლა ჩემი მიზანია - გავატარო მოსიარულე ხელოვნების ნიმუშის პოლიტიკა. ღონისძიებებზე გამოვცხადდე ისეთი, როგორსაც საზოგადოება არ მელის.

Rating

ეს იქნება გამოწვევა ტიპიური მოლოდინებისთვის. რა არის მასკულინობა? ქალები ყოველდღე ატარებენ ქვედაბოლოს. საკმარისია მამაკაცი გამოჩნდეს ქვედაბოლოში, ზღვა ამოვარდება ნაპირებიდან. მე მაქვს სითამამე, რომ დავარღვიო სტატუს-ქვო.

ვფიქრობ, რომ მამაკაცებსაც აქვთ სურვილი, წითელ ხალიჩაზე ითამაშონ ტიპაჟებით. მაგრამ ჩვენი ინდუსტრია ინიღბება ინკლუზიურობით და მამაკაცები ვერ გადიან ამ სტატუსიდან, რადგან მათ შეიძლება უწოდონ ქალურები. რაც ნიშნავს, რომ ისინი არასდროს მიიღებენ „მამაკაცურ“, სუპერმენის როლებს...

Rating
Rating
წვეულების გამოსასვლელი კაბის მორგება ყოველთვის მსურდა. თუმცა, არ ვიცოდი, როდის და სად ჩავიცვამდი. და, აი, უცებ მივიღე ეს გამოწვევა - მოწვევა წითელ ხალიჩაზე გამოჩენის. ავდექი და ვეწვიე Christian Siriano-ს ( ის ჯერ კიდევ პროექტიდან „პოდიუმი“ მომწონდა და მახსოვდა). რადგან ის ქმნის ტანსაცმელს ადამიანებისთვის და არა მოდელებისთვის ნული ზომით. ვკითხე: გაქვს დრო, რომ კაბა შემიკერო? და მან მიპასუხა: დიახ, რა თქმა უნდა!“ - გვიყვება ბილი. ამ მოვლენას მემების გარეშე არ ჩაუვლია. Twitter-ის მომხმარებლებმა ბილი მულტიპლიკაციური ფილმის „ქალთევზა“ ერთ-ერთ გმირს, ალქაჯ ურსულას შეადარეს. თუმცა, მომხმარებლები განსაკუთრებული კომენტარებით არ გამოირჩეოდნენ, რადგან რამდენიმე კვირის წინ, „გრემის“ ცერემონიალზე იგივე პერსონაჟს კარდი ბი შეადარეს.

Rating

მოამზადა ქეთი თავაძემ


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
სტატუს ქუო
ხალხი თანდათან ღლევდება კარგი ცხოვრებისაგან.
12:20 / 27-02-2019
გამოხმაურება / 0 /
mate
არის თუ არა ეს პროპაგანდა?!?
23:00 / 26-02-2019
გამოხმაურება / 0 /
ნნნნნნნ
სუფთა ბანძია და ბანძობაა.
17:02 / 26-02-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS