გასულ ღამეს გამართულ ოსკარის ცერემონიალზე, ერთ-ერთი მთავარი ფიგურა ლედი გაგა იყო.
"ვარსკვლავის დაბადებაში" შესრულებული როლისთვის იგი საუკეთესო ქალი მსახიობისა და საუკეთესო სიმღერის ნომინაციებში იყო წარდგენილი, ცერემონიალი კი ერთი ჯილდოთი დატოვა.
ბევრი ელოდა გაგას გამოჩენას წითელ ხალიჩაზე. მომღერალსა და მსახიობს გასულ წლებში მრავალი ლეგენდარული ლუქი მოურგია, ამიტომ ძნელია იწინასწარმეტყველო, თუ რითი წარსდგება 32 წლის ვარსკვლავი პუბლიკის წინაშე, გასულ ღამეს კი მან იმედები არავის გაუცრუა.
გაგამ ძველი ჰოლივუდის სტილის მორგება
კაბით, ხელთათმანებითა და პლატინისფერი ქერა თმით, ვარსკვლავმა გასული ღამის საუკეთესოდ ჩაცმულ ვარსკვლავთა სიაში საპატიო ადგილი დაიკავა, მაგრამ ამ ლუქის მთავარი ნაწილი სულაც არ იყო კაბა.
ფოტოების დათვალიერებისას, შეუძლებელია შეუმჩნეველი დარჩეს ყელსაბამი, რომელიც ლედის ამშვენებს. განაგრძეთ კითხვა: