25 თებერვალი, 2019
სელმა ბლერი სკლეროზის დიაგნოზის შემდეგ წითელ ხალიჩაზე პირველად გამოჩნდა
ამერიკელი მსახიობი სელმა ბლერი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ფართო აუდიტორიის წინაშე გამოჩნდა.

ის კამერების წინ ხელჯოხით პოზირებდა. სელმა ბლერის გაუჩინარების მიზეზი მძიმე დიაგნოზი გახდა, მას გაფანტული სკლეროზის დიაგნოზი დაუსვეს, რის შესახებაც სოციალურ ქსელში თავად დაწერა.

Rating

მსახიობმა რამდენიმე თვის წინ თავის ინსტაგრამზე პოსტი გამოაქვეყნა და ფანებს უთხრა, რომ გაფანტული სკლეროზი აქვს. მსახიობი ამბობდა, რომ პირველი სიმპტომები ჯერ კიდევ 15 წლის წინ აღმოაჩინა და უკვე წლებია, დაავადებას ებრძვის.

Rating

ბლერმა ხანგრძლივი პაუზა დაასრულა და ოსკარის დასრულების შემდეგ გამართულ წვეულებაზე,
Vanity Fair-ის წითელ ხალიჩაზე გამოჩნდა. ის კამერების წინაშე ხელჯოხით პოზირებდა.
Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS