25 თებერვალი, 2019
"იმი­ტომ არ ვტი­რი, რომ ახლა მენსტრუ­ა­ცია მაქვს" - ნახეთ, ვინ გახდნენ წლევანდელი გამარჯვებულები
„ოს­კა­რის“ წლე­ვან­დე­ლი მფლო­ბე­ლე­ბის ვი­ნა­ო­ბა უკვე ცნო­ბი­ლია. სა­უ­კე­თე­სო ფილ­მის ნო­მი­ნა­ცი­ა­ში ჯილ­დო რე­ჟი­სორ პი­ტერ ფა­რე­ლის ფილმმა „მწვა­ნე წიგნ­მა“ მი­ი­ღო. ფილ­მი რე­ა­ლურ ის­ტო­რი­ა­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი.

"მწვანე წიგნის" პრემიერა ცოტა ხნის წინ,  საქართველოს კინოთეატრებშიც შედგა და მისი ნახვა ყველა თქვენგანს შეუძლია. 


სი­უ­ჟე­ტი მა­ყუ­რე­ბელს მო­უ­თხრობს 1962 წელს ჯა­ზის პი­ა­ნის­ტის დონ შირ­ლი­სა და მისი მძღო­ლის ტონი ლი­პას მოგ­ზა­უ­რო­ბის შე­სა­ხებ.

Rating

აშშ-ში მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას, ისი­ნი „მწვა­ნე წიგნს“ იყე­ნე­ბენ, სა­დაც აფ­რო­ა­მე­რი­კე­ლე­ბის­თვის უსაფრ­თხო ად­გი­ლე­ბია მი­თი­თე­ბუ­ლი.
სა­უ­კე­თე­სო მსა­ხი­ო­ბი ქალი ოლი­ვია კოლ­მე­ნი გახ­და, მა­მა­კა­ცი კი ფრე­დი მერ­კუ­რის რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი
რამი მა­ლე­კი.

კოლ­მენს ყვე­ლა მსა­ხი­ო­ბის­თვის სა­ოც­ნე­ბო ჯილ­დოს მი­ღე­ბის შემ­დეგ ემო­ცი­ე­ბის შე­კა­ვე­ბა გა­უ­ჭირ­და - „მწვა­ნე წიგ­ნის“ მთა­ვა­რი რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა სცე­ნა­ზე ჯერ იტი­რა, შემ­დეგ კი პუბ­ლი­კას­თან ერ­თად იცი­ნა.

Rating

სა­უ­კე­თე­სო დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მის ნო­მი­ნა­ცი­ა­ში კი რა­ი­კა ზე­ტაბ­ჩის ნა­მუ­შე­ვარ­მა გა­ი­მარ­ჯვა მენსტრუ­ა­ცი­ის შე­სა­ხებ, სა­ხელ­წო­დე­ბით - "Period. End of sentence".

„ღმერ­თო ჩემო! იმი­ტომ არ ვტი­რი, რომ ახლა მენსტრუ­ა­ცია მაქვს. არ მჯე­რა, რომ „ოს­კა­რი“ მი­ი­ღო ფილმმა მენსტრუ­ა­ცი­ის შე­სა­ხებ!“ - გა­ნა­ცხა­და ზე­ტაბ­ჩიმ.

Rating

ორი­გი­ნა­ლუ­რი სიმ­ღე­რის­თვის ოს­კა­რი ლედი გა­გას გა­და­ე­ცა, გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი მისი ნა­მუ­შე­ვა­რი "Shallow" გახ­და. მომ­ღე­რალს ემო­ცი­ე­ბის გამო სა­უ­ბა­რი გა­უ­ჭირ­და, მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და დას, მშობ­ლებსა და ფილმში მის პარტნი­ორს "ვარ­სკვლა­ვის და­ბა­დე­ბა" - ბრედ­ლი კუ­პერს, რო­მე­ლიც, ამას­თან, ფილ­მის რე­ჟი­სო­რიც იყო.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS