"მწვანე წიგნის" პრემიერა ცოტა ხნის წინ, საქართველოს კინოთეატრებშიც შედგა და მისი ნახვა ყველა თქვენგანს შეუძლია.
სიუჟეტი მაყურებელს მოუთხრობს 1962 წელს ჯაზის პიანისტის დონ შირლისა და მისი მძღოლის ტონი ლიპას მოგზაურობის შესახებ.
აშშ-ში მოგზაურობისას, ისინი „მწვანე წიგნს“ იყენებენ, სადაც აფროამერიკელებისთვის უსაფრთხო ადგილებია მითითებული.
საუკეთესო მსახიობი ქალი ოლივია კოლმენი გახდა, მამაკაცი კი ფრედი მერკურის როლის შემსრულებელი
კოლმენს ყველა მსახიობისთვის საოცნებო ჯილდოს მიღების შემდეგ ემოციების შეკავება გაუჭირდა - „მწვანე წიგნის“ მთავარი როლის შემსრულებელმა სცენაზე ჯერ იტირა, შემდეგ კი პუბლიკასთან ერთად იცინა.
საუკეთესო დოკუმენტური ფილმის ნომინაციაში კი რაიკა ზეტაბჩის ნამუშევარმა გაიმარჯვა მენსტრუაციის შესახებ, სახელწოდებით - "Period. End of sentence".
„ღმერთო ჩემო! იმიტომ არ ვტირი, რომ ახლა მენსტრუაცია მაქვს. არ მჯერა, რომ „ოსკარი“ მიიღო ფილმმა მენსტრუაციის შესახებ!“ - განაცხადა ზეტაბჩიმ.
ორიგინალური სიმღერისთვის ოსკარი ლედი გაგას გადაეცა, გამარჯვებული მისი ნამუშევარი "Shallow" გახდა. მომღერალს ემოციების გამო საუბარი გაუჭირდა, მადლობა გადაუხადა დას, მშობლებსა და ფილმში მის პარტნიორს "ვარსკვლავის დაბადება" - ბრედლი კუპერს, რომელიც, ამასთან, ფილმის რეჟისორიც იყო.