ლოს-ანჯელესში ოსკარის რიგით 91-ე დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. საზოგადოების ყურადღება განსაკუთრებულად იყო მიმართული ლედი გაგას, ბრედლი კუპერისა და ირინა შეიკის სამეულის მიმართ.
მას შემდეგ, რაც ფილმში, "ვარსკვლავის დაბადება", ბრედლი კუპერმა და ლედი გაგამ ერთად ითამაშეს, მსოფლიო აქტიურად ალაპარაკდა იმის შესახებ, რომ მათ შორის რომანია და ბრედლი კუპერს, საყვარელი ქალი ირინა შეიკი აღარ აინტერესებს.
ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი დაჯილდოების ცერემონიალზე ერთად მივიდნენ, ისინი წითელ ხალიჩაზე ლედი გაგას გარეშე პოზირებდნენ.
ირინა შეიკის და ლედი გაგას ემოციური ჩახუტება დაჯილდოვების ცერემონიალზე" width="700" style="border: 0px; vertical-align: baseline;" />
გულშემატკივრებს არ გამორჩენიათ ის ფაქტიც, რომ ცერემონიაზე ირინა გაგასა და ბრედლის შორის იჯდა, რამაც ბევრი მათგანი გაახალისა.
ტრიოს გვერდით ბრედლი კუპერის დედა - გლორია კამპანო იჯდა და საზოგადოებას არც ირინას რეაქცია დარჩენია უყურადღებოდ, როცა ის ლედი გაგას ესაუბრებოდა.
სცენაზე გასვლის წინ, ირინა შეიკი ლედი გაგას გულმხურვალედ ჩაეხუტა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.