25 თებერვალი, 2019
მთავარი სიტყვები: რა უთხრა ლედი გაგამ ბრედლი კუპერს "ოსკარის" ცერემონიალზე
24 თებერვალს ლოს-ანჯელესში გაიმართა "ოსკარის" რიგით 91-ე დაჯილდოება, რომელმაც მთელი მსოფლიო აალაპარაკა, რა თქმა უნდა, ცერემონიის მნიშვნელობამ ვერ გადაფარა ვარსკვლავური წყვილები, რომლებზეც ბოლო დროს ყველა საუბრობს.

შესაბამისად, ყველაზე მეტი ყურადღება საზოგადოებისგან ირინა შეიკისა და ბრედლი კუპერის წყვილს ხვდა წილად. ისინი წითელ ხალიჩაზე ერთად გამოჩნდნენ.




„ოსკარის“ მიღების შემდეგ, ლედი გაგამ აუდიტორიასა და მის პარტნიორს, ბრედლი კუპერს შთამბეჭდავი სიტყვით მიმართა.

ამერიკელი მომღერლის სიტყვას დარბაზში მყოფი აუდიტორიის ემოციები და ხანგრძლივი აპლოდისმენტები მოჰყვა.

„პლანეტაზე არ არსებობს ადამიანი შენ გარდა,
რომელსაც შეეძლო, ასე ემღერა ეს სიმღერა ჩემთან ერთად. დიდი მადლობა, რომ გვენდე, ძალიან დიდი მადლობა“, – მიმართა სცენიდან გაგამ ბრედლი კუპერს.

ლედი გაგამ „ოსკარი“ მიიღო საუკეთესო სიმღერისთვის ფილმში „ვარსკვლავის დაბადება“.


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS