მეგან მარკლის მიერ ორგანიზებულ baby shower-ის წვეულებაზე, მას მომავალი პატარასთვის ძვირფასი საჩუქრები მიართვეს.
ახალი ანგლოფილური ცხოვრების წესების მიუხედავად, მეგან მარკლი არ ღალატობს ამერიკულ ტრადიციებს. ამით იგი კვლავ ხაზს უსვამს საკუთარ წარმომავლობას.
მეგან მარკლიმ ნიუ-იორკში 5 დღე დაჰყო. Baby shower-ის წვეულება The Mark Hotel-ის პენტჰაუსში ჩატარდა, სადაც ნომრის ღირებულება ღამეში 75 000 დოლარია, რაც იმას
ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა არფისტი ერინ ჰილი (625 $). ნომერი გაფორმებული იყო ულამაზესი ყვავილებით. „ლედი ფლორის“ (Lady Fleur NYC) ვარდები დაახლოებით 400 დოლარი, ხოლო მანდარინის ხე 140 დოლარი დაჯდა.
ამ დღეების განმავლობაში იგი The Mark Hotel-ის ერთადგილიან ნომერში ცხოვრობდა, რაშიც 9.982 დოლარი გადაიხადა, ამავე სასტუმროში იყო დაბინავებული სამეფო დაცვა, რისთვისაც 14.213 დოლარი გადაიხადეს ბიუჯეტიდან.
"Dailymail"-ის ინფორმაციით, საერთო ჯამში, ეს ვიზიტი დაახლოებით 430 000 დოლარი დაჯდა.