20 თებერვალი, 2019
ვინ შეცვალა კარლ ლაგერფილდი - რა ვიცით ვირჯინია ვიარის შესახებ?
მსოფლიოს წამყვანმა მოდურმა ბრენდმა, "შანელმა", გუშინ მთავარი დიზაინერი კარლ ლაგერფილდი დაკარგა.
სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, ვინ შეცვლის საკულტო დიზაინერს. ამ პოსტს ლაგერფილდის შემდეგ "შანელის" მოდის სახლის კრეატიული დირექტორი ვირჯინია ვიარი დაიკავებს.

Rating

ვირჯინია ვიარი ყოველთვის კარლ ლაგერფილდთან ერთად ჩნდებოდა ჩვენებებზე, თუმცა, "შანელის" ბოლო ჩვენებაზე ის მარტო გამოჩნდა, რადგან კარლ ლაგერფილდი უკვე კლინიკაში იწვა.

Rating

კარლ ლაგერფილდმა "შანელის" მოდის სახლის კრეატიული დირექტორის პოსტი 1983 წელს ჩაიბარა, გუნდს 1997 წელს შეუერთდა ვირჯინია ვიარი, რომელსაც ლეგენდარული დიზაინერი ბოლომდე
ენდობოდა.

Rating

ვირჯინია ვიარს კინოში მუშაობა სურდა, ის პარიზში რეჟისორ დომინიკ ბორგთან თანამშრომლობდა, სწორედ მის მიერ არის შექმნილი კოსტიუმები ფილმში კამილა კლოდელი, სადაც მთავარ როლებს იზაბელ აჯანი და ჟერარ დეპარდიე თამაშობენ.
როდესაც ვირჯინია მონაკოს პრინცესასთან მოხვდა, მისი ბედი რადიკალურად შეიცვალა და "შანელის" მოდის სახლს დაუკავშირდა.

Rating

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS