20 თებერვალი, 2019
რა დაიბარა სიკვდილის წინ კარლ ლაგერფილდმა
მსოფლიო მოდამ გუშინ ლეგენდა დაკარგა. 85 წლის ასაკში დიზაინერი კარლ ლაგერფილდი გარდაიცვალა.

კარლ ლაგერფილდი წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა "შანელის" მოდის სახლს.

ბოლო დროს ის ავადმყოფობდა, რის გამოც "შანელის" ჩვენებასაც ვერ დაესწრო.

Rating

ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ კარლ ლაგერფილდის საუკეთესო მეგობარი კატა იყო. შუპეტი დიზაინერმა 8 წლის წინ აიყვანა და ყველაზე პოპულარული კატაა მსოფლიოში.

სწორედ ამიტომ შესაძლოა, რომ მას პატრონისგან 176 მილიონი ევრო დარჩეს. სხვა შემთხვევაში კარლის ერთადერთი რეალური მემკვიდრე მისი ნათლული ჰადსონ კრონიგია.

Rating

შუპეტი საუკეთესო ხარისხის ჭურჭლიდან
მიირთმევს საჭმელს, მუშაობს მოდელად და ორი პირადი მომვლელი ემსახურება.

დიზაინერმა სიკვდილის წინ მცველებს დაუბარა, შუპეტზე ზუსტად ისე იზრუნონ, როგორც მის სიცოცხლეში და ისევ დაიცვან კატის უსაფრთხოება. 

Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS