თუმცა, ბევრმა არ იცის, თუ როგორ შეიცვალნენ კინოვარსკვლავები ფილმის გამოსვლიდან წლების შემდეგ და რა უცნაურობები ახლდა კომედიაზე მუშაობას.
ბილი ვაილდერის 120-წუთიანი მხატვრული ფილმი 1959 წლით თარიღდება, ფილმს 2019 წელს საიუბილეო თარიღი - 60 წელი შეუსრულდა. როგორც ცნობილია, ფილმს ორიგინალში ასეთი სათაური აქვს: Some Like It Hot (ზოგს ეს ცხელი უყვარს), რომელიც საბჭოთა კავშირში რატომღაც სულ სხვა
მთავარ როლებს კი მსახიობები ტონი კერტისი და ჯეკ ლემონი ინაწილებენ, მათთან ერთად კი მთავარ როლს ყველა დროის ყველაზე ცნობილი ქერა ქალი - მერილინ მონრო ასრულებს.
ბევრისთვის ალბათ წარმოუდგენელია ის ფაქტი, რომ მერილინ მონროს ამ ფილმში მონაწილეობის სურვილი არ ჰქონია, რადგან ამ დროს, კარიერის მწვერვალზე მას უკვე ამოძრავებდა სურვილი, გაცილებით ღრმა, მრავალშრიანი ქალები ეთამაშა და არ ჯერდებოდა იმ ამპლუას, რასაც კინოსტუდია არგებდა.
ის ძირითადად უტვინო, დაუფიქრებელი ქალების როლებს იღებდა და ცდილობდა, მის მიმართ ამგვარი დამოკიდებულება შეეცვალა, ამიტომაც არ უნდოდა ეთამაშა ეს პერსონაჟი, რომელიც ვერ ხვდება, რომ მისი ახლადგაცნობილი მუსიკოსი მეგობრები სინამდვილეში კაცები არიან.
მსგავს როლებს რომ გაქცეოდა, მან ამ ფილმის გადაღებამდე რამდენიმე წლით ადრე, საკუთარი კინოსტუდია შექმნა და ლოურენს ოლივიესთან ერთად ლონდონში იმუშავა ფილმზე "პრინცი და მოცეკვავე გოგონა", სადაც აქამდე განსხვავებული ქალის სახე შექმნა, თუმცა, ფილმი არც ოლივიესთვის და არც მონროსთვის დიდად წარმატებული არ აღმოჩნდა.
ამ ფილმის გამოსვლიდან 3 წელიწადში კი, მონრო კვლავ კინოსტუდიის ნებას ჰყვება და ბილი ვაილდერს ამ როლზე თანხმდება.
ფილმის გადაღებებისას, მერილინი ვერ ახერხებდა კოცენტრაციის მიმართვას ერთი კონკრეტული მიზნისკენ. როგორც რეჟისორი ბილი ვაილდერი იხსენებდა, მონროს ზოგჯერ ზეპირად ახსოვდა სცენარის 8 გვერდი, ზოგჯერ კი იყო ისეთი მომენტებიც, როცა ის სიტყვასაც კი ვერ იხსენებდა.
ფოტოზე ჯელ ლემონი და მერილინ მონრო
მისი პარტნიორი ჯელ ლემონი კი აღნიშნავდა, რომ მონროსთვის გადასაღებ მოედანზე დგომა ბრძოლა იყო, ის ყოველ სცენაში საკუთარ თავს უმტკიცებდა, რომ შეეძლო თამაში.
ფილმზე მუშაობისას, მონროს გაუწონასწორებლობასა და ემოციურ დაუბალანსებლობას იმითაც ხსნიდნენ, რომ ის ფილმის გადაღებებისას დაორსულდა მესამე მეუღლის, ცნობილი დრამატურგის არტურ მილერისგან, თუმცა, გადაღებების დასრულებიდან 2 თვეში, მან ბავშვი დაკარგა.
ამ ყველაფრის მიუხედავად, ეს მერილინ მონროს მიერ ყველაზე პოპულარულ, საუკეთესო როლად ითვლება მისი კარიერის განმავლობაში.
რაც შეეხება ფილმის გამოსახულებას, ტექნიკურად შესაძლებელი იყო, რომ ეს ფილმი ფერადი ყოფილიყო, თუმცა, იმისათვის, რომ ლემონი და კერტისი ქალებს დამსგავსებოდნენ, საკმაოდ სქელი ფენა მაკიაჟის გაკეთებას მოითხოვდა, რისი დაფარვაც ფილმის ფერადოვნების შემთხვევაში შეუძლებელი იქნებოდა, ამიტომ გადაწყდა, რომ ფილმი შავ-თეთრი იქნებოდა.
წლების შემდეგ ესეც ამ ფილმის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია, რაც შეეხება ჯეკ ლემონსა და ტონი კერტისს, მათ ფილმის გამოსვლიდან 40 წლის შემდეგ Vanity Fair-სთვის კვლავ მოირგეს ის დამღლელი როლი, რომელმაც ხალხის არნახული სიყვარული მოუტანა. ფოტოები კი მათ მოდის ცნობილმა ფოტოგრაფმა ანა ლებოვიცმა გადაუღოთ.
ნახეთ, როგორ გამოიყურებოდნენ ჯოზეფინა და დაფნი 40 წლის შემდეგ
ზაურ მირიანაშვილი