ლეგენდარული დიზაინერი კარლ ლაგერფილდი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. შანელის კრეატიულ დიზაინერს ბოლო კვირების მანძილზე სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და როგორც ცნობილია, ის დღეს პარიზში გარდაიცვალა.
კარლ ლაგერფილდი კოკო შანელის მიერ დაარსებულ მოდის სახლს სათავეში დაახლოებით 30 წელი ედგა.