15 თებერვალი, 2019
ქორწილი ჩაიშალა - ლედი გაგა საქმროს დაშორდა
მას შემდეგ, რაც ეკრანებზე ფილმი "ვარსკვლავის დაბადება" გამოვიდა, ლედი გაგას, ბრედლი კუპერის და ირინა შეიკის გარშემო ვნებათაღელვა არ წყდება.

მსოფლიო ვარაუდობს, რომ ბრედლი კუპერს ლედი გაგა შეუყვარდა და შესაძლოა, მალე მისი ოჯახი დაინგრეს.

თუმცა, ირინა შეიკი ამას უარყოფს და წყვილი ჯერ ლონდონში დააფიქსირეს ერთად, შემდეგ კი - ნიუ-იორკში.

Rating

პირადი ცხოვრება ლედი გაგასაც აწყობილი ჰქონდა, ის დანიშნული გახლდათ. 32 წლის მომღერლის საქმრო 50 წლის კრისტიანო კარინო გახლდათ.

გავრცელებული ინფორმაციით, კრისტიანო კარინო და ლედი გაგა დაშორდნენ. გამოცემა
"E!News"-ის ცნობით, წყვილი ერთი კვირის წინ დაშორდა.

ნახეთ, ვისზე თხოვდება ლედი გაგა

ერთ-ერთი ვერსიით, ლედი გაგასა და მისი საქმროს ქორწინება დროებით, მომღერლის საქმეების გამო გადაიდო, თუმცა, 2019 წელს ისინი აუცილებლად დაქორწინდებიან.

აღსანიშნავია, რომ კრისტიანო კარინო ლედი გაგას არ ახლდა "გრემის" დაჯილდოვების ცერემონიალზე, სადაც მას პრესტიჟული ჯილდო გადაეცა.

ლედი გაგას არც სიყვარულის დღე გაუტარებია საყვარელ მამაკაცთან, მან 14 თებერვალი სალონის სავარძელში გაატარა და ზურგზე ულამაზესი ტატუ გაიკეთა.


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS