მსოფლიო ვარაუდობს, რომ ბრედლი კუპერს ლედი გაგა შეუყვარდა და შესაძლოა, მალე მისი ოჯახი დაინგრეს.
თუმცა, ირინა შეიკი ამას უარყოფს და წყვილი ჯერ ლონდონში დააფიქსირეს ერთად, შემდეგ კი - ნიუ-იორკში.
პირადი ცხოვრება ლედი გაგასაც აწყობილი ჰქონდა, ის დანიშნული გახლდათ. 32 წლის მომღერლის საქმრო 50 წლის კრისტიანო კარინო გახლდათ.
გავრცელებული ინფორმაციით, კრისტიანო კარინო და ლედი გაგა დაშორდნენ. გამოცემა
ერთ-ერთი ვერსიით, ლედი გაგასა და მისი საქმროს ქორწინება დროებით, მომღერლის საქმეების გამო გადაიდო, თუმცა, 2019 წელს ისინი აუცილებლად დაქორწინდებიან.
აღსანიშნავია, რომ კრისტიანო კარინო ლედი გაგას არ ახლდა "გრემის" დაჯილდოვების ცერემონიალზე, სადაც მას პრესტიჟული ჯილდო გადაეცა.
ლედი გაგას არც სიყვარულის დღე გაუტარებია საყვარელ მამაკაცთან, მან 14 თებერვალი სალონის სავარძელში გაატარა და ზურგზე ულამაზესი ტატუ გაიკეთა.