ჰოლივუდის ვარსკვლავმა უკვე იპოვა ახალი სიყვარული - შარლიზ ტერონი, რამაც ანჯელინა ჯოლი გააღიზიანა. თუმცა, ბრედ პიტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ანჯელინა ჯოლის არავინ ეკითხება, მის ცხოვრებაში ვინ იქნება.
ვარსკვლავური წყვილის გარშემო მოვლენები ამით არ სრულდება. როგორც ჩანს, სკანდალში ახალი ვარსკვლავი გამოჩნდება და ეს ბრედ პიტის ყოფილი ცოლი ჯენიფერ ენისტონია.
მას შემდეგ, რაც მედიაში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბრედ პიტი ჯენიფერ ენისტონის 50 წლის იუბილეზე იმყოფებოდა, წყვილის ურთიერთობის
ინსაიდერების ინფორმაციით, მას შემდეგ რაც ჯოლისა და პიტს შორის შვილების მეურვეობაზე სასამართლო დავა დაიწყო, ენისტონმა ბრედს მის სასარგებლოდ ჩვენების მიცემა შესთავზა. ენისტონს სურდა ეთქვა მოსამართლისთვის, რომ ბრედი კარგი ადამიანი და გადასარევი მამაა, ხოლო ანჯელინა მას უამრავ სიბინძურეს მიაწერს. ამის შემდეგ ბრედმა და ჯენიფერმა რეგულარული მიმოწერა დაიწყეს.