14 თებერვალი, 2019
როგორი ქალები მოსწონს თურქ მარლონ ბრანდოს
მსახიობ ქერემ ბურსინის სახელი დღეს თურქეთში ყველამ იცის. სიმპატიური ქერემი მუდმივად პრესის ყურადღების ცენტრშია, როგორც თავისი როლების, ასევე სერენაი სარაკაისთან რომანის გამო. ქერემ ბურსინი 1987 წელს სტამბულში დაიბადა.

1999 წელს საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა. ის ოსკაროსანმა პროდუსერმა რეჯერ კორმონმა აღმოაჩინა და ფილმ "დაწყევლილ სასახლეში" გადაიღო. სკოლის დამთავრების შემდეგ, ჯერ ლოს-ანჯელესში წავიდა საცხოვრებლად, შემდეგ კი თურქეთში დაბრუნდა და მისი დიდებაც აქედან დაიწყო.

- რატომ გადახვედით საცხოვრებლად თურქეთში?
- ჩემი საუკეთესო მეგობარი ნიუ-იორკში მოტოციკლით ავარიაში მოხვდა და გარდაიცვალა.
ის ძმასავით იყო ჩემთვის. წარმოუდგენელ სიცარიელეში აღმოვჩნდი. ამ მტკივნეული შემთხვევის შემდეგ, გადავწყვიტე, ცხოვრება შემეცვალა და თურქეთში გადმოვედი საცხოვრებლად.

Rating


- რას გვეტყვით სერენაი სარაკაისთან რომანზე?

- მასთან თავს შესანიშნავად ვგრძნობ. არ მინდა ამ რომანზე დიდხანს ვილაპარაკო, მინდა, რომ სამუდამოდ გაგრძელდეს.

- ანუ დაქორწინებას გეგმავთ?
- რატომ გიყვართ ჟურნალისტებს მოვლენების დაჩქარება? გვაცადეთ, დავტკბეთ ერთმანეთთან ურთიერთობით. ამ ეტაპზე არანაირი აუცილებლობა არაა, ვიფიქროთ ქორწინებაზე. ახლა ცხოვრების თითოეული წუთით ვტკბებით.

- თქვენ ახალ მარლონ ბრანდოს გეძახიან, ამაზე რას იტყვით?

- დიახ, ბევრი მეუბნება, რომ ბრანდოს ვგავარ, მაგრამ ვფიქრობ, რომ მისი სტილი ჩემი არაა. თუ კლასიკაზე ვილაპარაკებთ, ჩემი კერპი პოლ ნიუმენი და მისი უბრალო, ელეგანტური სტილია.

Rating

- როგორი ქალები იპყრობენ თქვენს ყურადღებას?

- არ მიყვარს, როცა ქალი თავისი გარეგნობით მეუბნება: მომაქციე ყურადღება. მშვიდი, დახვეწილი ქალები მომწონს. ხანდახან "ლუბუტენიც" უნდა ეცვას და წითელი ტუჩსაცხიც ესვას, მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაში მომწონს ქალი, რომელიც არ ცდილობს, კანიდან ამოძვრეს და ბრწყინავდეს. რაც უფრო ბუნებრივია, მით სექსუალური და მიმზიდველია.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS