10 თებერვალი, 2019
შს მინისტრის მოულოდნელი სიურპრიზი რესტორნის სტუმრებს
იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ერთ-ერთი რესტორნის სტუმრებს სიურპრიზი მოუწყო და კვების ობიექტის ბენდთან ერთად იმღერა. საღამოს ამსახველი ვიდეო მატეო სალვინმა თავის Facebook გვერდზე გაავრცელა.

მატეო სალვინმა ცნობილი იტალიელი მომღერლის Vasco Rossi-ს სიმღერა Albachiara შეასრულა. იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრს ბენდის სოლისტიც დაეხმარა.

სიმღერის შესრულების შემდეგ სალვინმა რესტორნის სტუმრების აპლოდისმენტები დაიმსახურა.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS