08 თებერვალი, 2019
რატომ არ ლაპარაკობს ირინა შეიკი ქმარზე და რატომ იმღერა ლედი გაგასთან ერთად ვნებიანად ბრედლი კუპერმა
ირინა შეიკი პოპულარობას არასდროს უჩიოდა, თუმცა, ფილმის „ვარსკვლავის დაბადება“ ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ, მისი და მისი ოჯახის მიმართ ყურადღება ერთი ორად გაიზარდა.


Rating

ფილმში ირინა შეიკის ქმარი ბრედლი კუპერი ლედი გაგასთან ერთად თამაშობს, შეყვარებული წყვილი ისეთი ოსტატობით ასრულებს თავის როლს, საზოგადოებაში გაჩნდა ჭორები, რომ ლედი გაგას გამო, ირინა შეიკისა და ბრედლი კუპერის ოჯახი დანგრევის პირასაა.


Rating


ერთი პერიოდი ირინა და ბრედლი კუპერი მართლაც ცხოვრობდნენ სხვადასხვა სახლში, მაგრამ, როგორც ჩანს, წყვილი მალე შერიგდა და მათ ხშირად დააფიქსირებთ ერთად, როგორც
ნიუ-იორკის ქუჩებში, ასევე სხვადასხვა ღონისძიებაზე.
26 იანვარს, ლედი გაგას ლას-ვეგასში კონცერტი ჰქონდა, როდესაც მოულოდნელად, სცენაზე მსახიობი ბრედლი კუპერი გამოჩნდა.




მათი შესრულება იმდენად ემოციური იყო, ხალხს ვარაუდი იმის შესახებ, რომ ვარსკვლავურ წყვილს ერთმანეთი უყვარს, გაუმყარდა.




მაგრამ სულ სხვა რამეს ამტკიცებს ბრედლი კუპერისა და ირინა შეიკის ურთიერთობა. წყვილი ამჯერად ლონდონში გაემგზავრა. ამის შესახებ ირინამ ინსტაგრამზე დაწერა. როგორც ირკვევა, მას ლონდონში „ვერსაჩეს“ სარეკლამო ფოტოსესიაში იღებენ, ამიტომ ქმარმა გადაწყვიტა, მეუღლის გვერდით იყოს.

Rating

ირინა შეიკისა და ბრედლი კუპერის წყვილი პირად გრძნობებზე საჯაროდ არასდროს საუბრობს.

ირინა შეიკმა ამის მიზეზები ჟურნალ „გლამურთან“ განმარტა.

„მე ბევრი მეგობარი მყავს, ისინი თავიანთ გრძნობებზე ყველგან ხმამაღლა საუბრობენ და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ. ეს ინდივიდუალური არჩევანია, ვისაც უნდა ილაპარაკებს საკუთარ გრძნობებზე, ვისაც არ უნდა არა. მირჩევნია, დალაგებული და მშვიდი პირადი ცხოვრება მქონდეს. ამიტომ არ ვლაპარაკობ ქმარზე არასდროს“, - განაცხადა 33 წლის მოდელმა.

Rating

შეგახსენებთ, სიმღერა "Shallow" ოსკარზეა ნომინირებული, ამიტომ გამორიცხული არ არის, ბრედლი კუპერის ლედი გაგას კონცერტზე მოულოდნელი გამოჩენა, სწორედ ამას უკავშირდებოდეს.
უცხოური მედია წერს, რომ მსახიობებმა რეპეტიცია გაიარეს.




FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS