08 თებერვალი, 2019
ფარული კადრების საქმემ მსოფლიოს უმდიდრეს მამაკაცამდეც მიაღწია - ჯეფ ბეზოსს აშანტაჟებენ
Amazon-ის დამფუძნებელი და მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ჯეფ ბეზოსი სკანდალურ განცხადებას აკეთებს.

ის "National Enquirer"-სა და მის გამომცემელ დევიდ პეკერს შანტაჟში სდებს ბრალს. ამის შესახებ ჯეფ ბეზოსმა ტვიტერის პირად ანგარიშზე დაწერა.

Rating

როგორც ირკვევა, ჯეფ ბეზოსს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით აშანტაჟებენ. 54 წლის ბიზნესმენის თქმით, ჟურნალისტები მას იმ კადრებით ემუქრებიან, რომლებიც მან 49 წლის საყვარელ ქალს ლორენ სანჩესს გაუგზავნა.

ბეზოსის თქმით, მედია ორგანიზაცია მას სთხოვდა, შეეწყვიტა იმის გამოძიება, თუ როგორ მოიპოვეს მათ ბეზოსის პირადი მიმოწერა.

Rating

მას შემდეგ,
რაც ბეზოზისა და მისი მეუღლის, მაკენზის დაშორების შესახებ გამოაცხადეს, "National Enquirer"-მა გამოაქვეყნა, რომ ბეზოსს საყვარელი ჰყავდა. ბეზოსის თქმით "American Media Inc"-დან დაუკავშირდნენ და მოსთხოვეს, გამოექვეყნებინა განცხადება იმის შესახებ, რომ მათ პოლიტიკური მოტივები არ ამოძრავებდათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას საკუთარი და საყვარლის ინტიმური ფოტოების გამოქვეყნებით ემუქრებოდნენ.

Rating

ბეზოსმა ბლოგზე ეს იმეილები გამოაქვეყნა და დაწერა, რომ შანტაჟის მსხვერპლი არ გახდება. მისივე თქმით, ამ ყველაფრის მიზეზი ისაა, რომ "Washington Post"-ის წილს ფლობს, რომლის მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიებები, განსაკუთრებით ტრამპისა და ჯამალ ხაშოგის შესახებ ძალაუფლებაში მყოფ პირებს აშინებს და ამგვარად ცდილობენ მის გაჩუმებას.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS