ჰეილისა და ჯასტინის დაშორების მიზეზად იმ ფაქტს ასახელებდნენ, რომ ჯასტინ ბიბერი ცოტა ხნის წინ, ყოფილ შეყვარებულს სელენა გომეზს შეხვდა. სელენა გარკვეული პერიოდი ფსიქიატრიულ კლინიკაში იწვა.
სულ რამდენიმე დღის წინ, მოდელმა სოციალურ ქსელში პოსტი ატვირთა, წარწერით:“ამაყი ცოლი!!”. პოსტი ჯასტინის ახალი ბრენდის შექმნას უკავშირდება.
ასევე სულ რამდენიმე
"ვცდილობ, რომ ჩვენი ურთიერთობა ჯანსაღი იყოს. არ მოგატყუებთ და არ გეტყვით, რომ ქორწინება ჯადოსნურია. ყოველთვის იქნება სირთულეები. ყოველდღე ერთსა და იმავეს ვერ იგრძნობ. ყოველდღე ვერ გაიღვიძებ და ვერ იტყვი, რომ გიჟივით შეყვარებული ხარ და ყველაფერი იდეალურადაა.
ესაა ქორწინება. რთულია, მაგრამ ამ ყველაფერში არის რაღაც მომხიბვლელი. ასევე, ჩვენ ჯერ ახალგაზრდები ვართ და ყველაფერი წინ გვაქვს. ჩვენ ერთმანეთს გავზრდით. მე ასე ვუყურებ ამ ყველაფერს.
ყოველ შემთხვევაში, დღის ბოლოს ჯასტინი ჩემი საუკეთესო მეგობარია და მე მასთან ერთად ყოფნა არასოდეს მბეზრდება".