08 თებერვალი, 2019
"მასთან ერთად ყოფნა არასოდეს მბეზრდება" - როგორი ქმარი დადგა ჯასტინ ბიბერი
ჯასტინ ბიბერისა და ჰეილი ბოლდუინის წყვილი საზოგადოების ინტერესს ამ დრომდე არ კარგავს. ისინი თვეების წინ დაქორწინდნენ, ჰეილი ჯასტინის გვარზეც გადავიდა. თუმცა, ამერიკულმა პრესამ გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ წყვილი ქორწილამდე დაშორდა.

Rating

ჰეილისა და ჯასტინის დაშორების მიზეზად იმ ფაქტს ასახელებდნენ, რომ ჯასტინ ბიბერი ცოტა ხნის წინ, ყოფილ შეყვარებულს სელენა გომეზს შეხვდა. სელენა გარკვეული პერიოდი ფსიქიატრიულ კლინიკაში იწვა.

სულ რამდენიმე დღის წინ, მოდელმა სოციალურ ქსელში პოსტი ატვირთა, წარწერით:“ამაყი ცოლი!!”. პოსტი ჯასტინის ახალი ბრენდის შექმნას უკავშირდება.

Rating

ასევე სულ რამდენიმე
წუთის წინ, გავრცელდა ჟურნალი "Vogue"-ის მარტის ნომრის ყდა, რომელზეც სწორედ ჰეილი და ჯასტინი არიან. ინტერვიუდან გამომდინარე შეგვიძლია დავრწმუნდეთ, რომ მათ დაშორებასთან დაკავშირებული ჭორები სიმართლეს არ შეესაბამება.

Rating

"ვცდილობ, რომ ჩვენი ურთიერთობა ჯანსაღი იყოს. არ მოგატყუებთ და არ გეტყვით, რომ ქორწინება ჯადოსნურია. ყოველთვის იქნება სირთულეები. ყოველდღე ერთსა და იმავეს ვერ იგრძნობ. ყოველდღე ვერ გაიღვიძებ და ვერ იტყვი, რომ გიჟივით შეყვარებული ხარ და ყველაფერი იდეალურადაა.

Rating
ესაა ქორწინება. რთულია, მაგრამ ამ ყველაფერში არის რაღაც მომხიბვლელი. ასევე, ჩვენ ჯერ ახალგაზრდები ვართ და ყველაფერი წინ გვაქვს. ჩვენ ერთმანეთს გავზრდით. მე ასე ვუყურებ ამ ყველაფერს.

Rating

ყოველ შემთხვევაში, დღის ბოლოს ჯასტინი ჩემი საუკეთესო მეგობარია და მე მასთან ერთად ყოფნა არასოდეს მბეზრდება".


Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS