პამელა ანდერსონის ვნებიანმა ცეკვამ მსოფლიო აალაპარაკა
51 წლის პამელა ანდერსონმა ვნებიანი ცეკვის გამო აღფრთოვანება დაიმსახურა. საფრანგეთის ქალაქ კელნში გამართულ ღონისძიებაზე "მოდა და შოკოლადი" მან მაქსიმ დერეიზმენთან ერთად იცეკვა.
51 წლის ვარსკვლავი სცენაზე ნამდვილად ბრწყინავდა. მაქსიმ დერეიზმენი მისი პარტნიორი იყო ფრანგულ "ცეკვავენ ვარსკვლავებში", თუმცა, წყვილმა პროექტი მალე დატოვა.
სოციალურ ქსელში წერენ, რომ "პლეიბოის" 51 წლის ვარსკვლავი შეუდარებელ ფორმაშია.