როგორც სააგენტო „იზვესტიას“ სახელმწიფო დუმის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილემ, ანატოლი ვიბორნიმ განუცხადა, „რუსეთის ვერტმფრენების“ მიერ გამოყოფილი სასპონსორო დახმარების შეფასება გენერალური პროკურატურის ვალდებულებაა.
„ყველა შემსრულებელი საკუთარი შეხედულების მიხედვით აფასებს მის შემოქმედებას, თანხის ნაწილი კი შესაძლოა, ჰონორარიც იყოს. ძალიან ბევრ კითხვას აჩენს ის, რომ ასეთი დიდი თანხა სახელმწიფო სტრუქტურამ გასცა“, - აღნიშნავს
ნაციონალური ანტიკორუფციული კომიტეტის ხელმძღვანელი, კირილ კაბანოვი კი ვარაუდობს, რომ 40 მილიონი, რომელიც კონცერტისთვის გამოიყო, შესაძლოა, კორუფციული ფული იყოს, მაგალითად - ე.წ. ატკატი.
აღსანიშნავია, რომ პუგაჩოვას საიუბილეო კონცერტის ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია, იმის მიუხედავად, რომ ღონისძიება აპრილშია დაგეგმილი. გადამყიდველები ბილეთებს, რიგისა და ადგილის მიუხედავად, 300 ათას რუბლად ყიდიან.
მედიასაშუალებები პუგაჩოვას შთამბეჭდავ ქონებასაც არ ივიწყებენ - კარიერის განმავლობაში მან რამდენიმე მილიარდი რუბლი გამოიმუშავა, რომელიც სხვადასხვა ბიზნესში დააბანდა და სოლიდურ შემოსავალს იღებს. სწორედ ამიტომ, ექსპერტებს უჭირთ სავარაუდო მიზეზის პოვნა, რატომ დასჭირდა მომღერალს ასეთი მასშტაბის სასპონსორო დახმარება.