გუშინ ნაომი კემპბელი ჯგუფ "One Direction"-ის ყოფილ სოლისტთან ერთად, ლონდონის პრესტიჟულ კლუბში O2-ში შენიშნეს.
წყვილი ნიგერიელი მომღერლის კონცერტს დაესწრო.
წყვილს აშკარად არ სურდა პუბლიკის ყურადღების ცენტრში მოხვედრა, თუმცა, მათი გადაღება მაინც მოხერხდა.
ვარსკვლავური წყვილის ფლირტი ფანებმა რამდენიმე დღის წინ ინსტაგრამზე შეამჩნიეს.
შეგახსენებთ, ლაიმ პეინი გასულ წელს დაშორდა 35 წლის შეყვარებულს, რომელმაც 2017 წელს მას შვილი გაუჩინა.