30 იანვარი, 2019
თინა კანდელაკის მეგობარი მამაკაცი დააკავეს
არაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკის სენატორი რუსეთის ფედერაციის საბჭოს სხდომაზე დააკავეს. რუსული მედიის ინფორმაციით, მედიასაშუალებებისთვის მაუწყებლობა პარლამენტის ზედა პალატის სხდომის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე შეიზღუდა.

გავრცელებული ცნობით, რაუფ არაშუკოვს ბრალად ედება 2010 წელს დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნა, ორი ადამიანის მკვლელობა და კიდევ ერთი პირისთვის მძიმე ფიზიკური დაზიანების მიყენება.

Rating

რუსული მედია წერს, რომ არაშუკოვმა, სავარაუდოდ, გააყალბა დოკუმენტებიც, რომლის საფუძველზე შემდეგ ყარაჩაი-ჩერქეზეთის სენატორი გახდა.

რუსეთის ფედერაციის საბჭომ სენატორს ხელშეუხებლობის უფლება ჩამოართვა.

Rating

რაუფ არაშუკოვს, სავარაუდოდ, სამთვიან წინასწარ პატიმრობას მიუსჯიან. 32 წლის რაუფ არაშუკოვი
მსხვილი ბიზნესმენის, რაულ არაშუკოვის შვილია, რომელიც ბუნებრივი აირის ინდუსტრიაში საქმიანობს. რაუფ არაშუკოვი ფედერაციის საბჭოს წევრი 2016 წელს გახდა.

რაუფ არაშუკოვი ცნობილი ქართველი ტელეწამყვანის თინა კანდელაკის უახლოესი მეგობარია. ისინი ხშირად ჩნდებოდნენ ერთად საზოგადოებაში.

Rating
თინა ყოველთვის აღნიშნავდა, რომ არაშუკოვი ყველაზე სიმპატიური, ახალგაზრდა სენატორი იყო.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
რეი
ეს კანდელაკი მაინც რამდენი სუპერ მდიდრის "კრაოტშია" ნაკატავები? მასეთს და მსგავებს. სულს და ......ს ფულზე რომ ყიდიან, ნეტავ რა ქვიათ?
00:11 / 01-02-2019
გამოხმაურება / 0 /
status quo
ანუ კუროა,რა...
19:38 / 30-01-2019
გამოხმაურება / 0 /
ნინო
მოკლედ რა იტირებ ისეთი ბიოგრაფია აქვს და ეს არის სიპათიური კაცი ? კანდელაკი გულზე არ მეხატება მაგრამ როგორც ქალი ამ თავგასიებულ კაცს ნამდვილად არ იმსახურებს
18:03 / 30-01-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS