29 იანვარი, 2019
კულტურის მინისტრი, რომელიც ყველანაირ სტერეოტიპს ამსხვრევს
ამბობენ, რომ გარეგნობით შესაძლოა ადამიანის პროფესია ან ცხოვრების სტილი თავისუფლად გამოვიცნოთ, მაგრამ ამანდა ლინდი მსგავსი შემთხვევა არაა: გოგონა გრძელი დრედებითა და არაფორმალური ჩაცმულობის სტილით - შვედეთის კულტურის მინისტრი გახდა.

Rating

ამანდას იმიჯი ყველა სხვა პოლიტიკოსი ქალების იმიჯისგან განსხვავდება: მკაცრი კოსტიუმებისა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელების ნაცვლად, ის ჯინსებს, თავისუფალ კაბებსა და სპორტულ ფეხსაცმელს ატარებს. ლინდი ხშირად იყენებს აქსესუარებს, განსაკუთრებით თავის მოსართავებს.
Rating


ამანდას შემხედვარე რთულია დაიჯეროთ, რომ ის უკვე 38 წლისაა. რეჟისორ ბერნ ოლა ლინდს 10 წლის წინ გაჰყვა
ცოლად და მასთან 2 ვაჟიშვილი ჰყავს. პირადი ინსტაგრამ გვერდის მიხედვით, შვედეთის კულტურის მინისტრს ბუნებაში დასვენებაც ძალიან უყვარს.
Rating

ამანდა 20 წელია, რაც მწვანე პოლიტიკას მისდევს. ის აქტიურადაა ჩართული ეკოლოგიური და სოციალური პრობლემების მოგვარების საკითხებში და მხარს უჭერს სექსუალურ უმცირესობებს. ყველაფერთან ერთად, მინისტრი ველოსიპედით მოძრაობს. განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS