ინსაიდერების ცნობით, წყვილის დაშორების მიზეზი გაუთავებელი კამათი და სხვადასხვა შეხედულება გახდა.
"მის მოსკოვი 2015" მუჰამედ მეხუთეზე ორი თვის წინ გათხოვდა. მათ დახურული ქორწილი გადაიხადეს, სადაც ალკოჰოლის მიღება აკრძალული იყო.
49 წლის მეფეზე გათხოვილმა 25 წლის მოდელმა რელიგიაც შეიცვალა, ისლამი მიიღო და სახელი რიჰანა დაირქვა.
მუჰამედ მეხუთე კი ტახტიდან გადადგა და მალაიზიამ აირჩია ახალი მეფე სულთანი ტენგკუ აბდული,
თავად წყვილი დაშორების შესახებ კომენტარს არ აკეთებს. ბოლო ფოტო მოდელმა ინსტაგრამზე ოთხი დღის წინ გამოაქვეყნა, სადაც ერთ-ერთი რესტორნის ტერასაზე პოზირებს.