23 იანვარი, 2019
მელანია ტრამპის ცხოვრებიდან უცნობი დეტალები, რომლებსაც თეთრი სახლი მალავს
გოგონა სლოვენიის პატარა ქალაქიდან, გლამურული მოდელი, მზრუნველი მეუღლე და ახლა უკვე ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედი - მელანია ტრამპმა საკმაოდ მრავალი როლი მოირგო ცხოვრებაში და დღეს მისი ფიუგურა სხვადასხვა უცხოური ტაბლოიდის ინტერესთა სფეროში გამუდმებით ექცევა. ამჟამად, მელანიას წარსულის აქამდე უცნობი დეტალებით ამერიკელი მწერალი და ჟურნალისტი - ნინა ბერლი დაინტერესდა და წიგნის ავტორადაც მოგვევლინა. ამ წიგნის სახელად „ოქროს ხელბორკილები: ტრამპის ქალების ისტორია“ შეარჩია და გასაკვირი არც არის, რომ სკანდალურმა ნაშრომმა სულ მალევე დაიმსახურა თეთრი სახლის უკმაყოფილება.

მელანია უკვე
ორი წელია პირველი ლედის როლს წარმატებით ირგებს, როგორც ავტორი აღნიშნავს, ეს სულაც არ იყო მარტივი გზა, თუმცა, ერთ-ერთი მთავარი, რისთვისაც პირველი ლედი მზად უნდა იყოს, კამერების მუდმივი გარემოცვაა, რაც მელანიასთვის, რომელიც მოზარდობის ასაკიდან ცდილობდა სამოდელო კარიერაში წარმატებისთვის მიეღწია, ნამდვილად არ არის რთული.

Rating
მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდის მანძილზე მელანია საზოგადოებამ გარკვეულწილად გაიცნო, მისი ცხოვრებიდან უამრავი დეტალი აღმოჩნდა ისეთი, რომელიც მწერლის მიერ ჩატარებული მცირე კვლევებით გახდა ცნობილი. მელანიას ოჯახი ლიუბლიანაში ცხოვრობდა, სადაც მამამისი მანქანებისა და ველოსიპედების ნაწილებით ვაჭრობდა, დედა კი ტანსაცმლის ქარხანაში მუშაობდა. მშობლებს ძირითადად არ ჰქონდათ დრო შვილებისთვის, რომლებიც მაშინ საშუალო განათლებას იღებდნენ.

Rating

მელანია დიზაინისა და ფოტოგრაფიის სკოლის სტუდენტი გახლდათ, ნაშრომის ავტორმა მოიძია ინფორმაცია მელანიას სტუდენტობის შესახებ და როგორც გაირკვა, პირველი ლედი ყოველთვის საშუალო დონის სტუდენტი იყო და არ გამოირჩეოდა უცხო ენების სწავლის განსაკუთრებული უნარებით, შესაბამისად, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მელანიამ 5-6 ენას ფლობს, მათ შორის ფრანგულსა და იტალიურს, ეჭვქვეშ დგება, მითუმეტეს, რომ არასდროს მოგვისმენია პირველი ლედის საუბარი სხვა რომელიმე ენაზე, გარდა ინგლისურისა.

Rating

მეგობრები იხსენებენ იმასაც, რომ დებს - მელანიასა და ინესს ერთმანეთთან ახლო მეგობრობა აკავშირებდათ, თუმცა, ორივე მათგანისთვის შეგეძლო ინტროვერტი გეწოდებინა. ერთადერთი რაც, გოგონებს განსაკუთრებით განასხვავებდათ ჩაცმის სტილი იყო - „როცა ინესი ყოველთვის შავი გრძელი სამოსით ფიგურირებდა, მელანია უფრო მოდურ ტანსაცმელს არჩევდა, რომელსაც მსუბუქ მაკიაჟს უხამებდა".

Rating

“მისი სოციალური ცხოვრება სკოლის მეგობრებთან ერთად ქუჩაში ყოფნითა და მოტოროლერიანი ბიჭების თვალიერებით შემოიფარგლებოდა. მელანიას პირველ მეგობარ ბიჭსაც სწორედ ეს გატაცება ჰქონდა, ესთეტიკური გარეგნობის მქონე ახალგაზრდა მელანიაზე უფროსი იყო, თუმცა, მას ყოველთვის იზიდავდა სიმპატიური მამაკაცები“, - აღნიშნულია წიგნში. განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS