23 იანვარი, 2019
ქსენია სობჩაკის ქმარმა ცოლის საყვარელი სცემა - ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება
ქსენია სობჩაკის ქმარმა, მაქსიმ ვიტოგანმა, ცოლის საყვარელს, რეჟისორ კონსტანტინე ბოგომოლოვს ცხვირი გაუტეხა. „კომსომოლსკაია პრავდა“ წერს, რომ დაპირისპირების ამსახველი ვიდეოკადრები რუსულ ინტერნეტსივრცეში ვირუსულად ვრცელდება.

ბოგომოლოვს სამედიცინო დახმარება დასჭირდა, ვიტოგანმა კი ჩხუბიდან სულ ცოტა ხანში „ინსტაგრამზე“ ვახშმის ფოტო გააზიარა.
ქმრისა და საყვარლის ფიზიკურ დაპირისპირებას სობჩაკი ორიგინალურად გამოეხმაურა. მან სოციალურ ქსელში გააზიარა სურათი ძველი ფოტოსესიიდან, სადაც ანა კარენინას იმიჯი აქვს მორგებული. ფოტოსესია რუსულ ჟურნალ "Elle"-ში გამოქვეყნდა.
სოციალური ქსელების მომხმარებლები ფოტოს კომენტარებში წერენ, რომ სობჩაკის ქმარი „ნამდვილი ტაისონია“.

სასიყვარულო სამკუთხედი, როგორც რუსული საინფორმაციო სააგენტოები წერენ, გასული წლის ზაფხულში გაჩნდა. ქსენიასა და მაქსიმის ქორწინება, ერთი შეხედვით, ბედნიერი ჩანდა, თუმცა, რამდენიმე თვის წინ, რუსი ტელევარსკვლავის რომანის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.

სობჩაკისა და ბოგომოლოვის რომანტიკულ შეხვედრებზე სოციალურ ქსელებში წერდნენ. ასევე, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ქსენია ქმართან ერთად აღარ ცხოვრობს.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS